ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი,პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ხეცურიანმა მიმდინარე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ჯგუფური ეტაპში, მოგებათა მაქსიმალური რაოდენობით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა.
საუკეთესო 8-ში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10.
4-ეულში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია ანგარიშით 15:13.
ნახევარფინალში ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა,
პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება.
მომზადებულია თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის facebook-გვერდის მიხედვით.
14:13 14-07-2019
ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული