მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/georgianfencing

15 ივლისს უნგრეთის დედაქალაქში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს დაშნასა და ხმალში საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა.

მაია გუჩმაზოვამ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.

ხმალში ჯგუფური ეტაპი სამივე ქართველმა გაიარა, ბექა ბაზაძემ და მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით პლეი-ოფის პირველი ეტაპი გამოტოვეს, ნიკა შენგელიას კი ორი შეხვედრის გამართვა მოუწია. საბოლოოდ ძირითადი ეტაპის საგზური მხოლოდ მიხეილ მარდალეიშვილმა მოიპოვა.

18 ივლისს, T64-ში მიხეილ მარდალეიშვილი 26 წლის უნგრელს, FIE-ს რეიტინგში 21-ე პოზიციაზე მყოფ
მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონს, ანდრას სზატმარს საქართველოს დროით 12:45-ზე დაუპირისპირდება.

სანდრო ბაზაძე კი, რომელიც წინასწარი ეტაპიდან თავისუფალი იყო, 15 წუთით ადრე 24 წლის ჰონკონგელს, მსოფლიო რეიტინგში 97-ე აარონ ჰოს შეხვდება.

დღეს, 16 ივლისს, ბუდაპეშტის BOK Sportcsarnok-ში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება.

17 ივლისს კი ერთბაშად ხუთ მოფარიკავეს ვუგულშემატკივრებთ. ხმალში ქალთა შორის თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა გამოვლენ, რაპირაში კაცთა შორის კი ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული