რუსულმა მედიამ საბა კვირკველიას ტრავმის შესახებ ახალი ცნობა გაავრცელა

AutoSharing Option
გუშინ, 26 მაისს რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტური გაიმართა, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე უფას უმასპინძლა.

ქართველი მცველი საბა კვირკველია მოსკოველთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-17 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. მის ნაცვლად გამოსულმა ტარასოვმაც ტრავმა მიიღო და 29-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

რუსულმა გამოცემა championat.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს ეროვნულ გუნდს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ივნისში ორ შეხვედრას გამართავს. ჯერ 7 ივნისს სახლში გიბრალტარის ეროვნულ გუნდს მივიღებთ, ხოლო 10
ივნისს გასვლაზე დანიას შევხვდებით.

altლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგა გაიფორმა

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული