ავთო ებრალიძემ "ნასიონალი" დატოვა, გიორგი არაბიძემ - ჯერ არა

AutoSharing Option
პორტუგალიური "ნასიონალის" რიგები ავთო ებრალიძემ დატოვა. მას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, რომელიც ახლახან დასრულდა.

"შეგიძლიათ დაწეროთ, რომ "ნასიონალიდან" წამოვედი. სეზონის ბოლომდე მქონდა კონტრაქტი და აღარ გავაგრძელე. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ და მგონი, მალე გამოჩნდება საინტერესო ვარიანტი" - განაცხადა ებრალიძემ ლელოსთან საუბრისას.

"ნასიონალი" პრემიერა ლიგიდან გავარდა და შემდეგ სეზონს რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.

რაც შეეხება პორტუგალიური კლუბის კიდევ ერთ ქართველს, Sportall.ge-ს ინფორმაციით, "ნასიონალიდან" წასვლას გიორგი არაბიძეც გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული