U20. ვასილ მაისურაძემ მონტენეგროს ნაკრებთან სათამაშოდ 20 ფეხბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
სხვა ასაკობრივი გუნდების დარად, მოახლოებულ სანაკრებო პაუზას გამოიყენებს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც და 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ვასილ მაისურაძის გუნდი სტუმრად მონტენეგროს გაეჯიბრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეკრებაზე შევლენ და ზემოხსენებული შეხვედრისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ლუკა სანიკიძე (თელავი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი)

მცველები: ზაურ კერელეიშვილი (დილა), იური ტაბატაძე (საბურთალო), თორნიკე ძოწენიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (გაგრა), ლუკა ვარძელაშვილი (ცხინვალი), ბექა დარცმელია (დინამო თბ),
სანდრო შეწირული (გაგრა), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), თამაზ ბაბუნაძე (შევარდენი), გაბრიელ საღრიშვილი (მერანი მრ)

თავდამსხმელები: გიორგი ივანიაძე (შევარდენი), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (ჩიხურა)

Sportall.Ge

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული