ხვიჩა კვარაცხელიას მამა "ლოკომოტივთან" კონტრაქტის საკითხზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამა ბადრი კვარაცხელია sport-express-თან საუბარში აცხადებს, რომ მოსკოვურ კლუბს ჯერ არ გაუფორმებია მის შვილთან კონტრაქტი.

სეზონის მეორე ნახევარი ხვიჩამ "ლოკომოტივში" გაატარა. ის "რუსთავიდან" იჯარის წესით იყო განათხოვრებული. 18 წლის კვარაცხელიამ "რკინიგზელთა" რიგებში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

"ხვიჩას  სრულფასოვან კონტრაქტზე "ლოკომოტივიდან" ჯერ  არაფერი უთქვამთ. ამ საქმით ჩემი მეგობარი, აგენტი მამუკა ჯუღელი არის დაკავებული. ჩვენ ველოდებით, როდის მოვა ის და გვეტყვის, თუ როგორ აეწყობა სიტუაცია.

ვნახოთ, რა იქნება მომავალში, მოინდომებს თუ არა "ლოკო" ხვიჩას დატოვებას. თუ კი,
დანარჩენი ჩემს შვილზე იქნება დამოკიდებული" - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

transfermarkt.de ხვიჩა კვარაცხელიას 500 000 ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული