საბა ლობჟანიძე მაისში დანიაში საუკეთესოდ აღიარეს - "რანდერსი" ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა

AutoSharing Option
31 მაისს, საბა ლობჟანიძის "რანდერსი" ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში გასვლაზე "ბრონდბიუსთან" 2:4 დამარცხდა.

არადა, "რანდერსი" თავიდან 2:0-ს იგებდა.

ლობჟანიძე მაისში დანიის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან მაისში 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საბამ დანიის გასული ჩემპიონატის 36 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.

Sportall.Ge


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ერთი, რანდერსმა 4 მატჩით მეტი ითამაშა, მეორეც , გასვლა ითამაშა, მეოთხე ბურთი აფსაითიდან გავიდა. თამაში მწვრთნელმა წააგო, 2-0 იგებდა და მაინც უტევდა, თან დაღლა აშკარად დაეტყოთ, ამიტომ ზამენები უნდა გაეკეთებინა, დაცვის ცენტრი გაემაგრებინა და საყრდენს დავამატებდი. მოგებული არ ქონდა? ბოლო ნახევარი საათი წააგო არასწორი ტაქტიკის გამო. მასე ბრონდბიუ დასვენებული იყო, უსამართლო გადათამაშებაა აშკარად, ფლეიოფიდან გასული გუნდი, ფინალში არათანაბარ პირობებშია, ამიტომაც მათ მეტი შანსი ქონდათ. მოგებული თამაში წააგეს, არადა რანდერსი იმსახურებდა, ბევრი იბრძოლეს და ფიზიკურად ვეღარ გაქაჩეს. მე მგონი საბა უკეთეს ლიგას და კლუბს იმსახურებს და თუ ამის შანსი მიეცა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ნაკრებში მისი იმედი ნამდვილად მაქვს. იგი დიდი ხანია ამას იმსახურებს
ვასო
13:46 01-06-2019
0
როგორ, საპასუხო მატჩი არ უნდა ჩატარდეს?
emigranti
02:51 01-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული