ნიკა კვეკვესკირი: დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი განსხვავებულ ნაკრებს იხილავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალი ორი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

"ამ შეხვედრებს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით. გასულ ორ შეხვედრაში ნაჩვენებმა შედეგმა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა როგორც ფეხბურთელებში, ისე გულშემატკივრებში. ვფიქრობთ, უფრო მეტი შეგვიძლია და გულშემატკივარი მეტს იმსახურებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ თვალში რეაბილიტირება მოვახდინოთ.

სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა მიზების გამო ნაკრების ლიდერები გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. გარკვეულწილად, ეს დადებითი მომენტია, რადგან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მიეცემა, რომ ეროვნული ნაკრების სახელით ითამაშოს.
ხვიჩა კვარაცხელიას სახით მიმდინარე შეკრებაზე დებიუტანტი გვყავს და მთელი გუნდის სახელით მას წარმატებას ვუსურვებ.

მომავალ შეხვედრებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გუნდებს დავუპირისპირდებით. დანიის სახით ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, გიბრალტარი კი - საპირისპირო.

ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, რომელსაც თბილისში შევხვდებით, პროგრესირებს და საკუთარი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. კარგია, რომ გიბრალტარი დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან უპირატესობას გახსნილ და შემტევ თამაშს ვანიჭებთ. სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთი გასულ ორ შეხვედრაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ მატჩებში გულშემატკივარი განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავს".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული