საქართველოს ნაკრები უკვე 25 ფეხბურთელით ემზადება - 4 მათგანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისსა და კოპენჰაგენში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. შემადგენლობაში მყოფი ოთხი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მათ შორის: სოლომონ კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე.

4 ივნისს ს.კ."ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი აბურჯანია თბილისში დღეს საღამოს ჩამოვიდა და გუნდთან ერთად 5 ივნისიდან ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი,
აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯიღაური რომ გეყოლება გამოძახებული და ზარანდია არა ამით ყველაფერი ნათქვამი. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ობიექტური კრიტერიუმები რითაც აფასებ ფეხბრუთელს? წინა გამოძახებებში ხომ დაანგრია ჯიღაურმა ყველაფერი. მიეცი რა შანსი ამ ზარანდიას, თანაც ასეთი შემტევი ფლანგის ფეხბურთელი მაგრად გვჭირდება, იქნებ და ახალი ჩაკვეტაძეა ხომ უნდა გამოიცადოს ეს ბიჭი ბოლოს და ბოლოს?
ირაკლი
15:21 05-06-2019
0
ამდენი ხანია კომენტარებს ვკითხულობ და ბუხრიკას კომენტარი იყო ყველაზე კვალიფიციური, თუმცა არასრული და საინტერესოა როგორ შეავსებს. რომას ვეკითხები, მე მივხვდი, რომ ეს ის 4 ფეხბურთელია, რომელთაც ალტერნატივა არა აქვს ნახევარდაცვაში და გუნდი საყრდენებით და თავდამსხმელებითაც რომ შედგება არ იცის ავტორმა? რატომ დაგესლე? მერე კიდევ საიდან იცით ასე კატეგორიულად რომელი ორი ითამაშებს იმ ოთხიდან? მერე კიდევ, ვაისა იმას ვერ ხვდება ზამენაზე ვინ გაიყვანოს და ვინ შემოიყვანოს და 2 დღის ვარჯიშის მიხედვით როგორ მიხვდება ვინ უნდა ათამაშოს? ფედერაციის ბიძაშვილის მამიდა ხომ არა ხართ შემტხვევით? და საერთოდ როცა სიის სათავე ლ ო რ ი ა-თი იწყება, როცა მაკარიძეა ფორმაში, და მახარაძე არ არის გამოძახებული კვასხვაძის ნაცვლად, მიუხედავად იმისა რომ სათამაშო პრაქტიკა პირველ გუნდში ცოტა აქვს. ასევე ჯიღაური, ნავალოვსკი და ტრავმირებული კვერკველია და პაპუნაშვილი, უტამაშებელი და ფორმაში არ მყოფი კაკაბაძე მოგყავს და არ იძახებ საკმაოდ გამობრძმედილ ებრალიძეს, მჭედლიშვილს და ზარანდიას, სხვებს რომ თავი დავანებოთ, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. არაფლის შეცვლას ესენი არ აპირებენ და სანამ მათ ფავორიტებს სიარულიც კი შეუძლიათ, მანამდე ეყოლებათ ნაკრებში თავიანთი შავბნელი საქმეებისთვის, თორე ბუხრიკას მიერ დასახელებულ ხალხთან ერთად პარუნაშვილი, აბურჯანია და მაკარიძე რომ უნდა იყვეს, ეს ფეხბურთის მცოდნე კაცმა ყველამ კარგად იცის. და გთხოვთ თავი დაანებეთ ამათ ადვოკატობას, რადგან არაფერი კაი ამას არ მოუტანია. რომ არა ჩაკვეტაძე, ვერც ვერავის მოუგებდა ვაისა. ამას დანახვა უნდა და ნაკრებში ახალი, ახალგაზრდა თაობის მოყვანა. არაფერი გასარისკი ამაში არაა. ამათი მიდგომით არაბიძეს გაუტეხეს გული და ხელი ჩააქნევიეს, ახლა სხვებია რიგში. თუარადა აგერ გამოჩნდება ყველაფერი. მგონი საერთოდ შემზიზღდება ბურთი, ნაკრებს რომ თავი დავანებოთ. ნუ დამიბლოკავთ, ძალიან გთხოვთ. სიმართლე მწარეა საერთოდ და კიდევ ყველაფერი არ დამიწერია. დღეს საბედნიეროდ სანაკრებოთ ისეთი რეზერვი არსებობს, რომ თავისუფლად შეიძლება 3 მცველითა და 6 ნახევარმცველით თამაში, არველაძე ცენტრფორვარდათ რა თქმა უნდა. რაღა დროს მჭედლიძეა, კაცს სამი თამაში არააქ ნათამაშები მიყოლებით, თავის კარიერაში, საერთოდ. კაი რა, აღარ გრცხვენით? ეს ბიჭებიც ფასონადა ჰყავთ გამოძახებული, მერე იტყვიან ვარჯიშზე ვერ წარმოაჩინეს თავიო- ეგ იგულისხმე ალბათ რომა ხო? ერთი თქვენთან დამაჯინა გადაცემაში რა? ჯერ ერთი გადაცემა ვერ გააკეთEთ, არ გაწყობთ და მიტო. ნორმალურ ქვეყანაში ვაისას პანჩურის რტყმევით გააგდებდნენ ამდენხანს და ფედერაციასაც ზედ მიაყოლებდნენ.
ვასო
14:10 05-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული