"საქართველოს ნაკრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, გვქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ისეთი შეცდომები დავუშვით, რამაც ეს ანგარიში გამოიწვია.
ყოველთვის როდესაც სტუმრად ვთამაშობთ, გვაქვს ილუზია, რომ წარმატებას მივაღწევთ და ეს სომხეთთან გამოვიდა. არ მაქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რომ საქართველოს მწვრთნელზე ვისაუბრო, თუმცა ფეხბურთელებმა მართლაც კარგად ითამაშეს.
ჩვენ არ გვქონდა სტადიონი, ვთამაშობდით პორტულიაში. როდესაც სახლში ვთამაშობთ, ჩვენი თანამემამულეების წინაშე, თავს უფრო მოტივირებულად ვგრძნობთ", - განაცხადა რიბასმა.
საქართველოს ნაკრებმა ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილის და ვატო არველაძის გოლებით გაიმარჯვა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად დანიასთან გამართავს.