7 მაისს, ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა, პირველი ტაიმის დასასრულს კი მეკარე გიორგი ლორიამ გამოიჩინა თავი.
ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო, თორემ შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდოდნენ, მეტოქე მეორე ტაიმში არ გაიხსნებოდა დ ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.