საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით 9 ივნისს ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ტრავმა მიიღო ამ ეტაპზე გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლევან მჭედლიძე გამოაკლდა და მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია),
გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), რუსეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის "დ" ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით მეოთხე ადგილზეა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 31 /
აქეთ ჩვენი პრობლემები, იქით გამწარებული დანია... წარმატებები ნაკრებს
დუდუ
09 ივნისი 2019 15:50
0
Vcert komemtarebs vchvens gulistkivils vafiqsirebt mara vinme kitxulobs chvens garda?! An itvaliscinebs vinme rames magala federaciidan vgulisxmob arcaravin.....
Va-Le
09 ივნისი 2019 15:42
3
ეს მჭედლიძე სად იმტვრევა ერთი ღმერთო გამაგებინე და მერე რაც გინდა ქნენი. რა უბედურებაა ყოველ მეორე ვარჯიშზე დამტცრევა და ტრამვა ვიღაცა ტრამვატოლოგთანაა გარიგებული მგონი ))))))))))))))))
gg
09 ივნისი 2019 15:41
0
გავგიჟდი კაცი, ამ მჭედლიძის საცოდაობით დავიწვი...! რა არის, რა უბედურებაა, ძვალი და მყესი არ ააქვს საერთოდ?! ასე როგორ იქნება?!
aburjga
09 ივნისი 2019 16:52
1
თავდაცხმაში ვატოს იმედად ვართო წერთ და მიკვირს. ერთი მაინტერესებს რომელი ფორვარდი გვყავს,რო გოლი გოლზე გაქონდეს და ვაისი არ იძახებს? ერთი ზარანდია მინდა იყოს ნაკრებში,სხვა დანარჩენი ვინც იმსახურებს ყველანი არის. მერაბიშვილს რაც შეეხება ეგ გიბრალტართან არ იყო საჭირო დანიასთან კი გამოსადექი ფეხბურთელია.
გოგა
09 ივნისი 2019 15:06
9
ესეთი სუსტი თავდასხმა რა უბედურებაა? საქართველოს ჩემპიონატიდან დაეძახა ვინმესთვის, ან ახლა მაინც გამოეძახა ზარანდია. მჭედლიძეს რა პრინციპით იძახებს ვერ ვხვდები, ძალიან პატარა იყო ბუფონს რო გაუტანა და შოტლანდიას კიდე , მის მერე სულ ტანჯვა წამებაშია, ერთი თვე არ უვარჯია ადამიანს სრული დატვირთვით წლებია და ვერ გავიგე ეს ნაკრებია თუ შპს?
Vasili
09 ივნისი 2019 14:52
2
ვაისი არის ჩარჩენილი იაკუშინი,კაჩალინი,ზონინის დროში და მასეთივე ფეხბურთს ათამაშებს.გიბრალტართან თამაშის ნახევარზე მეტს უკან პასებით რომ ითამაშებ....
კახა ქ.
09 ივნისი 2019 14:50
3
თავდასხმაში ვატოს იმედად ვართ? ადრეა რა ჯერ მაგისთვის ნაკრები, რაღაც მორიდებულად თამაშობს, ჯობდა ზივზივაძე ან გაბედავა წაეყვანა ამ ეტაპზე. ვაწაძის რა ისმის საერთოდ?
ლაშა
09 ივნისი 2019 14:45
2
ამ უვიცმა ვაისმა ჯუმბერა კიდე არ გამოიძახა. მოკლედ ჩაწყობილია ყველაფერი.
ჯუმბერას
09 ივნისი 2019 14:23
7
Daaniastan tamashis shemdeg ras ityvit mwvrtlneli da jurnalistebi mainteresebs winaswar vityvi rom shevrcxvebit da ez yvelam vicit vaisma mitumetes vaisi arAaa kargi mwvrtneli da eg daniastan gamochndeba gansakutrebuli jishis kurdgelia ishviati simxdalit gamoircheva sxva mwvrtnelebisgan
Havbeki
09 ივნისი 2019 13:59
3
Khocholava kvirkvelia tranvirebulebi arian damagat magivrad erovnulidan ori perspeqtiuli mcveli cageyvana jobda, tamashis sayureblad rommigyavs eg tranvirebuliebi, kashia saertod nolia, giblatarma erti sheteva gaaketa da kashias fexeb shua gautares da magis gamo daido jarima, ese shors ver cavalt da marto belarusi ki ara mismere finalic unda movigot mara jer belarus gavcdet, mainc im tamashebze aketebs kocentrirebas da ara jgufshi brdzolas tundac meore adgilistvis ra gveshveleba an rodis gveshveleba?! ...
Va-Le
09 ივნისი 2019 13:36
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული