საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით 9 ივნისს ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ტრავმა მიიღო ამ ეტაპზე გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლევან მჭედლიძე გამოაკლდა და მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია),
გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), რუსეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის "დ" ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით მეოთხე ადგილზეა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვაისი არის ჩარჩენილი იაკუშინი,კაჩალინი,ზონინის დროში და მასეთივე ფეხბურთს ათამაშებს.გიბრალტართან თამაშის ნახევარზე მეტს უკან პასებით რომ ითამაშებ....
კახა ქ.
09 ივნისი 2019 14:50
3
ჯერ ისედაც ფეხბურთელების რა არჩევანი გვაქვს და იქიდანაც გადაბერებულ, ტრავმიან და სათამაშო პრაქტიკის არმქონეებს რომ გამოუძახებ და თანაც სისტემატურად აკეთებ ასე მოსახსნელი ხარ უკვე, შედეგის მიუხედავად.
ირაკლი
09 ივნისი 2019 18:24
2
გაბედავა და ზარანდია გამოიზახეტტტ
bajo
09 ივნისი 2019 13:01
6
თავდაცხმაში ვატოს იმედად ვართო წერთ და მიკვირს. ერთი მაინტერესებს რომელი ფორვარდი გვყავს,რო გოლი გოლზე გაქონდეს და ვაისი არ იძახებს? ერთი ზარანდია მინდა იყოს ნაკრებში,სხვა დანარჩენი ვინც იმსახურებს ყველანი არის. მერაბიშვილს რაც შეეხება ეგ გიბრალტართან არ იყო საჭირო დანიასთან კი გამოსადექი ფეხბურთელია.
გოგა
09 ივნისი 2019 15:06
9
ამ უვიცმა ვაისმა ჯუმბერა კიდე არ გამოიძახა. მოკლედ ჩაწყობილია ყველაფერი.
ჯუმბერას
09 ივნისი 2019 14:23
7
Au es mwedlize vinaa ukve sagadaot gaixada tavi.ukve agar metireba ukeve mecineba!
Kika
09 ივნისი 2019 13:26
1
თავდასხმაში ვატოს იმედად ვართ? ადრეა რა ჯერ მაგისთვის ნაკრები, რაღაც მორიდებულად თამაშობს, ჯობდა ზივზივაძე ან გაბედავა წაეყვანა ამ ეტაპზე. ვაწაძის რა ისმის საერთოდ?
ლაშა
09 ივნისი 2019 14:45
2
ნავალოვსკიმ ამოწურა თავისი რესურსი, ჯიღაური და ლობჯანიძე კი ნაკრების დონე არაა. ლ.ზარანდია და ყაზაიშვილი აჯობებდა ყოფილიყვნენ
ვახო
09 ივნისი 2019 12:42
5
Khocholava kvirkvelia tranvirebulebi arian damagat magivrad erovnulidan ori perspeqtiuli mcveli cageyvana jobda, tamashis sayureblad rommigyavs eg tranvirebuliebi, kashia saertod nolia, giblatarma erti sheteva gaaketa da kashias fexeb shua gautares da magis gamo daido jarima, ese shors ver cavalt da marto belarusi ki ara mismere finalic unda movigot mara jer belarus gavcdet, mainc im tamashebze aketebs kocentrirebas da ara jgufshi brdzolas tundac meore adgilistvis ra gveshveleba an rodis gveshveleba?! ...
Va-Le
09 ივნისი 2019 13:36
4
თავიდან არც მომწონდა და ვერც ვაცნობიერებდი ჯუმბერა ნუგზარას გამმოძახებაზე ღლაბუცს, მაგრამ ახლა ვხვდები, ქვეცნობიერად, თუ შეგნებულად ათიანში გაარტყეს, მაგრები ვართ ქართველები - ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბი ერთადერთია, რა ენაზეც შეიძლება ელაპარაკო ამათ, კავსაძის გმირის არ იყოს, იქნებ ვინმე დაფიქრდეს, შვილების, მშობლების, მეზობლების, სანათესაოს ან საკუთარი თავის მაინც შერცხვეს. ესაა ერთადერთი გამოსავალი, არასერიოზული დამოკიდებულება და ღადავი, ღადავი ყველაზე და ყველაფერზე, რაც დღევანდელ ქართულ ფეხბურთს უკავშირდება...
goga
09 ივნისი 2019 20:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული