საბა ლობჟანიძე: დანიის წინააღმდეგ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ დანიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

"თელია პარკენზე" რამდენჯერმე მაქვს ნათამაშები და შესაბამისად, ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა. დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ისინი აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ჩვენ გვექნება მომენტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ".

მოგეხსენებათ, საბა დანიის ჩემპიონატში თამაშობს, ის "რანდერსის" ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე არის მისთვის კოპენჰაგენიცა და "თელია პარკენი" ნაცნობი ადგილი.

დანიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა
დღეს, 10 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლობჟანიძეს თბილისში უნდა ეთამაშა, გუნდათ შეთამაშდებოდა, ნაცნობ მოედანზე და ნაცნობ გარემოში თამაში დიდი პლიუსია. ასეთი დანაკლისით როგორიც დაცვაშია ჯერ არ ვყოფილვართ, ყველას გვინდოდა ზარანდია გამოეძახებინა, მაგრამ ვაისი სხვაგვარად ფიქრობს... ცარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!
0
მთელი უბედურებაც ის არის, რომ უშანსოდ ვართ.როდესაც ჩვენი მოთამაშეების 90% ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს, პრაქტიკულად შეუძლებელია დანიასთან, ისიც გასვლით შეხვედრაში რაიმე შანსებზე საუბარი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მაქსიმუმ 1 ტაიმი შეგვიძლია გავძლოთ
:))))
13:33 10-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული