საბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა

AutoSharing Option
10 ივნისს, დანიასთან მარცხის (1:5) შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელიც ქართველთა რიგებში ერთადერთი გოლის ავტორია, კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მატჩის გარკვეული პერიოდი გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და აღნიშნა, რომ შმეიხელის კარში გატანილი გოლი სასიამოვნო იყო.

"ვფიქრობ, პირველი ერთი საათი ძალიან ცუდად არ გვითამაშია. ჩვენი ტაქტიკა კონტრშეტევაზე იყო აგებული. შანსები გვქონდა. მგონია, პირველი და მესამე გოლები ჩასათვლელი არ იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მარცხი ამის ბრალია. გვქონდა მომენტები და გამოყენება გვმართებდა. ასეთი ანგარიშით წაგება ნამდვილად დასანანია.

კარგი გოლი გამოგვივიდა.
ოთარ კიტეიშვილმა კარგად იბრძოლა, გვილიამაც დროული პასი მომცა და შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობა იყო, თან ამ სტადიონზე აქამდე არასდროს გამიტანია და დიდი სურვილი მქონდა.

რაც შეეხება ჩემს საკლუბო კარიერას, მინდა, უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში ვითამაშო. ამიტომ წასვლის შანსი დიდია", - განაცხადა ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ პირველი 1 საათი იყო ზუსტად პერიოდი, როცა ბურთის ფლობის 75% დანიის ნაკრებს ჰქონდა და გაუგებარია, რას ჰქვია კარგი თამაში. კონტრშეტევებზე თამაში არ გვიკრძალავს მეტოქესთან მჭიდრო თამაშს, ჩვენ კი მოედნის ნახევარზე მეტი დავუთმეთ. იმედისმომცემი არაფერი გაგვიკეთებია და თავს ნუ მოვიტყუებთ
:))))
11:05 11-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული