გეზი ევროპა ლიგისკენ - ვაკო გვილიამ "ლეგიასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვილიას 13 ივნისს უნდა გაევლო სამედიცინო შემოწმება და მის კონტრაქტს "ლუცერნიდან" 300 ათას ევროდ გამოისყიდდნენ, მაგრამ არმიულმა კლუბმა იჩქარა და დღესვე მოუწყო პრეზენტაცია.

გვილია ახალ გუნდში 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მან გასულ სეზონში "გურნიკში", სადაც განათხოვრებული იყო, 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გვილიას ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და მასთან ერთად წარადგინეს "ბორდოდან" დაბრუნებული 34 წლის მცველი იგორ ლეშუკი.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა რადოსლავ კუხარსკიმ განაცხადა,
რომ ქართველი ლეგიონერი შესანიშნავი შენაძენია, გუნდს გააძლიერებს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

გვილიას თქმით, გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს არ უფიქრია და მოუთმენლად ელის ახალ გუნდში სეზონის დაწყებას.

"ლეგია" გასულ სეზონში ექსტრაკლასაზე მეორე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის გათამაშებაში შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
... მარა, ხანდახან მსაჯი წირავს!
zurab
10:36 13-06-2019
1
გვილია და კანკავაა ვინც ნაკრებში თავდადებით და სისხლით თამაშობენ,დანარჩენები უსისხლოები არიან.მერე მეგრელებს აგინებენ.
status quo
10:03 13-06-2019
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული