ფეხბურთის წესებში ცვლილებები ძალაში შევიდა - რა იცვლება ფეხბურთში?

AutoSharing Option
2019 წლის პირველი ივნისიდან, ფიფას გადაწყვეტილებით, ფეხბურთის წესებში ცვლილებები განხორციელდა.

სანაკრებო პაუზის გამო საქართველოში ახალი წესები 12 ივნისიდან ამოქმედდება და ის გავრცელდება ყველა საფეხბურთო ლიგის მასშტაბით.

ეროვნული ლიგის საიტი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

წესებში ცვლილებების მიმოხილვა - 2019/20

წესი 3
  • მოთამაშემ, რომელსაც ცვლიან, სათამაშო მოედანი უნდა დატოვოს მოედნის პერიმეტრის ხაზის უახლოეს ადგილას, თუ მსაჯი უსაფრთხოების ან ტრავმის მიზნით სხვაგვარად არ მიუთითებს.

წესი 5
  • მსაჯს არ შეუძლია ბარათის მიცემის მიზნით თამაშის განახლების გადაწყვეტილების შეცვლა, თუ თამაში უკვე განახლებულია.
    თუმცა შეუძლია უჩვენოს ყვითელი/წითელი ბარათი მომდევნო შეჩერებისას.

  • არასათანადო ქცევაში დამნაშავე გუნდის ოფიციალური პირებისთვის შეიძლება ნაჩვენები იქნას ყვითელი/წითელი ბარათი; თუ დამნაშავის დადგენა შეუძლებელია, ბარათს მიიღებს ტექნიკურ ზონაში მყოფი მთავარი მწვრთნელი.

  • თუ დანიშნულია პენალტი, შემსრულებელი მოთამაშე შეიძლება შემოწმდეს დაზიანებაზე ან მიიღოს დახმარება, დარჩეს მოედანზე და შეასრულოს დარტყმა.

წესი 8
  • გუნდს, რომელიც მოიგებს კენჭისყრას, შეუძლია აირჩიოს თამაშის დაწყება.

  • სადავო ბურთი დაგდებული იქნება მეკარისთვის (თუ თამაში გაჩერდა საჯარიმოში) ან იმ გუნდის ერთი მოთამაშისთვის, რომელიც ბოლოს შეეხო ბურთს, შეხების ადგილას; ყველა დანარჩენი მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 4 მ დაშორებით.

წესი 9
  • თუ ბურთი შეეხება მსაჯს (ან მატჩის სხვა ოფიციალურ პირს) და გადის კარში, მკვეთრად იცვლება ბურთის მიმართულება ან იწყება შეტევა საწინააღმდეგო მხარეს, დაინიშნება სადავო გდება.

წესი 10
  • მეკარეს არ შეუძლია მეტოქის კარში გოლის გატანა ხელით.

წესი 12
დარღვევაა, თუ მოთამაშე:

განზრახ ეხება ბურთს ხელით/მკლავით

იმორჩილებს ბურთს მას შემდეგ, რაც ის შეეხო ხელს/მკლავს და:

1. გაიტანს გოლს
2. ქმნის გოლის გატანის რეალურ შესაძლებლობას
3. გაიტანს გოლს უშუალოდ ხელით/მკლავით, თუნდაც შემთხვევით

დარღვევაა, თუ მოთამაშე:

ეხება ბურთს ხელით/მკლავით, როდესაც:

1. ხელი/მკლავი მის სხეულს ზრდის არაბუნებრივად

2. ხელი/მკლავი არის მისი მხრის დონის ზევით/მიღმა (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მოთამაშე თამაშობს ბურთზე, რომელიც შემდეგ ეხება მის ხელს/მკლავს).

ზემოთ მოყვანილი დარღვევები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, თუ ბურთი ეხება მოთამაშის ხელს/მკლავს უშუალოდ სხვა მოთამაშის თავიდან ან სხეულიდან (მათ შორის, ფეხიდან), რომელიც იმყოფება ახლოს.

ზემოთ მოყვანილი დარღვევების გამოკლებით, არ არის დარღვევა, თუ ბურთი ეხება მოთამაშის ხელს/მკლავს:

უშუალოდ მოთამაშის საკუთარი თავიდან ან სხეულიდან (მათ შორის, ფეხიდან)

უშუალოდ სხვა რომელიმე მოთამაშის თავიდან ან სხეულიდან (მათ შორის, ფეხიდან), რომელიც იმყოფება ახლოს.

თუ ხელი/მკლავი არის სხეულთან ახლოს და არ ხდის სხეულს არაბუნებრივად დიდს.

როდესაც მოთამაშე ეცემა და ხელი/მკლავი არის სხეულსა და მიწას შორის სხეულის მხარდასაჭერად და არ არის გაშლილი გვერდით ან ზევით.

თუ თანაგუნდელისგან აუტიდან ან გამიზნული პასის შემდეგ მეკარე წარუმატებლად ურტყამს ან ცდილობს დაარტყას ბურთს ფეხი მისი თამაშში შეყვანის მიზნით, ამის შემდეგ მას შეუძლია ბურთის ხელში აღება.

  • მსაჯს შეუძლია ყვითელი/წითელი ბარათის ჩვენების დაყოვნება შემდგომ გაჩერებამდე, თუ გუნდი, რომლის წინააღმდეგაც დაარღვიეს წესი, ასრულებს სწრაფ საჯარიმო დარტყმას და ქმნის გოლის გატანის შესაძლებლობას.

  • გატანილი გოლის აკრძალული სახით ზეიმისთვის მიცემული ყვითელი ბარათი ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ გოლი მოგვიანებით იქნა გაუქმებული.

  • გუნდის ოფიციალური პირის ყველა სიტყვიერი გაფრთხილება ან ბარათის ჩვენება ისჯება თავისუფალი დარტყმით.

  • საგნისთვის ფეხის დარტყმა კვალიფიცირდება, როგორც საგნის სროლა.

წესი 13
  • როგორც კი თავისუფალი დარტყმა შესრულებულია, მსაჯს შეუძლია შეწყვიტოს თავისუფალი დარტყმის ხელით სიგნალის ჩვენება, თუ ნათელია, რომ გოლი უშუალოდ თავისუფალი დარტყმიდან არ გავა.

  • საჯარიმო მოედნის ფარგლებიდან საჯარიმო და თავისუფალი დარტყმებისას ბურთი თამაშშია, როდესაც ის დარტყმულია და აშკარად მოძრაობს; არ არის აუცილებელი, ბურთმა დატოვოს საჯარიმო მოედნის ფარგლები.

  • თუ ცოცხალი კედელი შედგება არანაკლებ 3 მოთამაშისგან, შემტევი გუნდის ყველა მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 1 მ მანძილზე "კედლიდან"; შეღწევის შემთხვევაში დაინიშნება თავისუფალი დარტყმა.

წესი 14
  • პენალტისას კარის ხარიხა, ძელი და ბადე არ უნდა მოძრაობდეს და მეკარე არ უნდა ეხებოდეს მათ.

  • 11 მ დარტყმისას მეკარის ერთი ფეხის ნაწილი მაინც უნდა იმყოფებოდეს კარის ხაზზე ან მის გასწვრივ; არ შეუძლია დადგეს კარის ხაზს უკან.

  • თუ დარღვევა მოხდება მსაჯის მიერ 11 მ დარტყმის შესასრულებლად სიგნალის მიცემის შემდეგ, მაგრამ დარტყმამდე, ის უნდა შესრულდეს მას შემდეგ, რაც ყვითელი/წითელი ბარათი იქნება ნაჩვენები.

წესი 15
  • მეტოქეები უნდა იმყოფებოდნენ არანაკლებ 2 მ მანძილზე გვერდითი ხაზის იმ წერტილიდან, საიდანაც ხდება აუტის ჩაწოდება.

წესი 16
  • კარიდან დარტყმისას ბურთი თამაშშია, როდესაც ის დარტყმულია და აშკარად მოძრაობს; არ არის აუცილებელი, ბურთმა დატოვოს საჯარიმო მოედნის ფარგლები.

იხილეთ ცვლილებების სრული ჩამონათვალი - ბმული

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
gamiketet eg milionebi ro gaxritet tvini ert argilas,kavishvili ver dainaxavt da ar wagadgebat eg da tvins mainc nu xritavt ra,,biujeti ara isa..sad davxarjot eg milionebi nakrebs ro gavauqmebt da gadmogcemen piradad tqven vinc zaan cuxxart mag tanxaze moifiqred ro apireben mocemas tqvenze ibana kurvi..
უსინათლო
01:56 14-06-2019
0
გეშლებათ მეგობრებო,გეშლებათ.ვერც ვერაფერი და მათ შორის ვერც ფეხბურთი ვერ დადგება მანამ ფეხზე,სანამ ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე არ დამდგარა. აბა ეხლსა მე დამისახელეთ ვინმემ ჩვენზე დაქცეული ან ჩვენსავით დაქცეული ქვეყანა,(საიდანაც გაჭირვების გამო 1 მილიონზე მეტი ემიგრაციაშია გაქცეული,)რომლის ფეხბურთიც ფეხზე იყოს დამდგარი.ფეხბურთის დახმარების სახელმწიფო პროგრამა ბლეფი და ფულის გადაყრაა,მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენების პროგრამა. არ დამიწყოთ ვინმემ ფეხბურთი და პოლიტიკა სხვადასხვააო.ერთია ,ერთი გაიგეთ ბოლოს და ბოლოს.
mamulo
16:15 13-06-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული