ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ბელორუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კრიუშენკო თანამდებობიდან წავიდა.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

კრიუშენკომ ბელორუსის ნაკრები 2017 წლის მარტში ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 8-ში მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 13-ში წააგო.

ბოლო 4 მატჩი ბელორუსის ნაკრებმა საერთო ჯამში 1:9 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც ერთმატჩიანია, საქართველოს ნაკრების მეტოქეა. შეხვედრა საქართველოში 2020 წლის მარტში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კი გაიყვანა ბელორუსის ნაკრები იგორ კრიუშენკომ ერთა ლიგის ნახევარფინალში,მაგრამ როცა ცუდი შედეგები დადო,მაშინვე გაანთავისუფლეს და კაციშვილს არ უთქვამს არიქა ვაცალოთო.ჩვენთან კი ყველა ერთხმად იძახის ვახტანგ ქორიძის გარდა დავტოვოთ ვაისიო. მე კი (ღმერთმა არ ქნას და) თუ წავაგეთ და ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე,ყველა ეთხმად აწკავწკავდება დაგვაქციაო. აი ასეთი ხალხი ვართ ჩვენ.
mamulo
16:26 13-06-2019
3
ვაისი იმის გამოც გასაშვებია ერთი ვრცელი ინტერვიუ როარ მისცა ქართულ მედიას
daka
17:57 13-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული