sport.pl: ვლადიმირ ვაისი ვაკო გვილიას დიდ პროფესიონალს უწოდებს

AutoSharing Option
"გურნიკიდან" "ლეგიაში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ვაკო გვილიას გადასვლას sport.pl-ს ჟურნალისტმა ბარტოშ რზემინსკიმ ვრცელი წერილი მიუძღვნა.

"გვილია "ლეგიაში" სებასტიან შიმანსკის და კასპერ ჰამალეინენის მემკვიდრე უნდა გახდეს. მან "გურნიკისთვის" მიცემული პირობა დაარღვია და დედაქალაქურ გუნდში გადავიდა. გვილია გულშემატკივრებს სოციალური ქსელით გამოემშვიდობა, მაგრამ ამან აგრესია გამოიწვია და ის იძულებული გახდა, დაებლოკა.

გვილიას წარმატებული სტარტი ჰქონდა ექსტრაკლასაში, ადვილად გაიარა ადაპტაცია და 18 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა, მისი თამაშის ხარისხზე მარტო ციფრები არ მეტყველებს. ქართველი  შესანიშნავად ხედავს მოედანს, კითხულობს თამაშს,
აკეთებს ზუსტ მოკლე და გრძელ გადაცემებს. სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა "ლეგიას" მთელი გასული სეზონის განმავლობაში.

მან გუნდში შიმანსკისა და ჰამალაინენის წასვლის შედეგად დარჩენილი სიცარიელე უნდა შეავსოს. ქართველი უნივერსალური ნახევარმცველია, შეუძლია თავდასხმაშიც გაისარჯოს და დაცვასაც დაეხმაროს. "ლუცერნში" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც კი ასპარეზობდა.

ზუგდიდელის უნივერსალობაზე სტატისტიკაც მეტყველებს. პოლონეთის ჩემპიონტში ის მატჩში საშუალოდ 15 დუელს დაცვაში და 30-ს თავდასხმაში იგებდა და დიდი შრომის უნარით გამოირჩევა. ყოველ შეხვედრაში სამჯერ ურტყამდა კარში და აქედან თითქმის ერთ-ნახევრჯერ ზუსტად. ამ მაჩვენებლით ის ლიგაში ყველა შემტევ ნახევარმცველზე უფრო პროდუქტიული იყო.

ეს ძალიან სასარგებლო და გააზრებული ტრანსფერია, რაც ვარშავული კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკვირვებას იწვევს.

"გურნიკის" სპორტულმა კოორდინატორმა არტურ პიატეკმა თქვა, რომ ამისთვის მზად იყვნენ და სთხოვეს, თუ წავიდოდა, სხვა პოლონურ გუნდში არ გადასულიყო. ამიტომ ის ზაბჟელმა ფანებმა "ინსტაგრამში" "წალეკეს" და  მოღალატედ შერაცხეს.

გვილია თითქმის შეუცვლელად თამაშობს საქართველოს ნაკრებში და საინტერესოა, რომ დანიასთან შეხვედრაში თავდამსხმელად მოგვევლინა. ის მუდამ ერთ-ერთი მაღალრეიტინგული გახლდათ და ლამის ყველა გოლში იღებდა მონაწილეობას.

Sportall.Ge

მას დადებითად ახასიათებს ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.

"ამ ადამიანს უყვარს ფეხბურთი და თანაც, დიდი პროფესიონალია. ჩემს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, შეუძლია "ლეგიას" საკვანძო ფიგურა გახდეს. ბრძოლის და გამარჯვების ჟინითაა შეპყრობილი და შეუძლია დედაქალაქურ გუნდში შეუძლებელსაც მიაღწიოს.

გადაწყვეტილების მიღებამდე კოპენჰაგენში ვესაუბრე. "ფერენცვაროშიც" იწვევდა. მე "ლეგიაში" გადასვლა ვურჩიე ", - განუცხადა ვაისმა legia.net-ს.

ამიტომ შეიძინა ვარშავულმა გუნდმა ლეგიონერი, რომელიც თავს აუცილებლად წარმოაჩენს, რამეთუ მოედანზე არასტანდარტული იდეები გააჩნია და შაბლონური არ არის.

გვილია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგათგან არაფერი არ გამოვა.
sdfffff
16 ივნისი 2019 00:57
4
ქართველი ფეხბურთელის წარმატება და კარგი ტრანსფერი საკუთარ წარმატებასავეთ მახარებს,სხვანაირად არც შეიძლება,რადგანაც კარგ გუნდში ლეგიონერების ყოლა თავისთავად კარგი ნაკრების საწინდარია,რომელიც ესოდენ გვენატრება ქართული ფეხბურთის ქომაგებს.
წარმატებები გვილიას და საქართველოს ნაკრებს...
ქობულეთელი
15 ივნისი 2019 14:19
1
ფეხბურთელის კარიერა არც ისე დიდი ხანი გრძელდება, სადაც უკეთესია იქ უნდა გადავიდეს. ეგეც ეხლა რეალი ბარსა არბ იყოს რა. გურნიკის ფანები არა იხვის ტოლმა
Grisha
15 ივნისი 2019 12:48
2
ეს ტუ ფეხბურტელია კიდევ
jiji
15 ივნისი 2019 12:29
34
არა შენ ხარ მაგარი იგროკი და ბარსაში თამაშობ:) ოღნდ არ ვიცით ჯერ:)
გოგა
16 ივნისი 2019 00:18
0
არასწორია გვილიას მოღალატედ შერაცხვა- კლუბის ხელმძღვანელობამ სთხოვა,მაგრამ ვაკომ მისცა კი პირობა?
status quo
15 ივნისი 2019 12:23
1
გურნიკი მართალია! კაცისთვის სიტყვის გატეხა ძალიან ცუდის მანიშნებელია!
aburjga
15 ივნისი 2019 10:14
27
არანაირი პირობა არ მიუცია. უთქვამს სანაკრებო თამაშების მერე გაგცემთ პწსუხს ხო თუ არაო
ზუგდიდი
16 ივნისი 2019 18:04
0
კაი ფეხბურთელია,ბოლომდე იბრძვის,ქონდა ცუდი პერიოდი თუმცა ეხლა ყველაფერი რიგზეა.ლეგიაც საკმაოდ ნორმალური გუნდია საიდანაც შეიძლება რომელიმე ტოპ-ლიგაშიც კი ამოყოს თავი.
წარმატებები ვაკოს!!!
გულშემატკივარი
15 ივნისი 2019 09:48
0
წარმატებები ვაკო და აბა შენ იცი,არ შეგვარცხვინო..
ზუგდიდი
15 ივნისი 2019 08:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული