ვაკო გვილია: მოუთმენლად ველოდები ამ სტადიონზე თამაშს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვალერიან გვილია ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელი გახდა.

ვაკომ ინტერვიუ კლუბის ტელევიზიას მისცა.

"დიდი დრო არ დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ "ლეგიაში" ყოფნით და მოუთმენლად ველოდები ამ სტადიონზე თამაშს.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს დავეხმარო და "ლეგია" უფრო ძლიერი გახდეს. მთელი გუნდი უნდა ეცადოს, რათა ჩემპიონის სტატუსისა და ქვეყნის თასის დაბრუნება შევძლოთ", - აღნიშნა გვილიამ.

ვალერიან გვილია პოლონეთში, ზაბრჟეს "გურნიკში" იყო განათხოვრებული შვეიცარიული "ლუცერნიდან" და ექსტრაკლასაში ძალიან კარგად ითამაშა. სწორედ ამან გამოიწვია ინტერესი პოლონეთის ერთ-ერთ
საუკეთესო კლუბიდან.

Transfermarket-ის მონაცემებით, ტრანსფერის ფასმა 300 000 ევრო შეადგინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი გამიხარდეს ეს ტრანსფერი თუ მეწყინოს თავიდან ძალიან გამეხარდა მაგრამ როცა ლეგიას გვერდზე ვნახე როგორ დასცინოდნენ ვაკოს გარეგნობას და ძალიან უპატივისმცებლოდ იქცეოდნენ რავიცი...
dsdsa
17:55 13-06-2019
6

სიახლეები პოპულარული