კახა ცხადაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებით აზრი გამოთქვა

AutoSharing Option
ყაზახური "ორდაბასის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გუნდის მეტოქის, ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.

"კარგად ვიცით, რომ ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ეს ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგი და ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს.

ამ გუნდმა მოიგო ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ძლიერი და სერიოზული კლუბია, თუმცა ახლა კონცენტრირებულნი მომავალ თამაშებზე ვართ", - ციტირებს კახა ცხადაძის სიტყვებს "ორდაბასის" ვებგვერდი.

კლუბებს
შორის პირველი შეხვედრა 11 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, საპასუხო დაპირისპირებას კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 18 ივლისს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ ჩქარობთ
ელო
20:37 19-06-2019
0
გაგისწორდა ტო სლაბი მეტოქე? ორივეს წარმატებები
ნახალოვკელი
12:00 19-06-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული