ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ცნობილი გახდა, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები იმ შემთხვევაში, თუ პირველი ეტაპის გადალახვას მოახერხებენ.

თბილისის "დინამოს" მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს "ლა ფიორიტასა" და ანდორულ "ენგორდანს" შორის გამარჯვებული იქნება. თუ "დინამო" შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, მისი მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება.

პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება.

საჩხერის "ჩიხურა" ლუქსემბურგული "ფოლა ესხის" დაძლევის შემთხვევაში შოტლანდიურ "აბერდინსა" და ფინურ "როვანიემს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველი მატჩს "ჩიხურა" სტუმრად გამართავს.

რაც შეეხება
ქუთაისის
"ტორპედოს", იმ შემთხვევაში, თუ იმერული კლუბი "ორდაბასის" ბარიერს გადალახავს, შემდეგ ეტაპზე ჩეხურ "მლადას" სტუმრად დაუპირისპირდება.

altთბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველანი აზერბაიჯანში!გაბალა-დინამო-ეს პრინციპული თამაშია!
დავით გარეჯი
16:27 19-06-2019
3
Dinamos Wels kenhisyra umartlebs.
Kika
16:27 19-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული