"ფოლა ეში" ლუქსემბურგის უძველესი კლუბია. ის 1906 წელს ინგლისურის მასწავლებელმა ჟან როდერმა დააარსა.
კლუბი ეშ-სიურ-ალზეტშია განთავსებული. ეშ-სიურ-ალზეტი პატარა ქალაქ-კომუნაა და ლუქსემბურგის სამხრეთში, საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს. 2018 წლის მონაცემებით, ქალაქ-კომუნაში 35 000 ადამიანი ცხოვრობს.
რას წარმოადგენს "ფოლა"?
დაარსების დღიდან დღემდე "ფოლა ეშს" ქვეყნის ჩემპიონატი 7-ჯერ აქვს მოგებული. 3-ჯერ მოახერხერა ლუქსემბურგის თასზე გამარჯვება და ერთხელ სუპერთასიც მოიგო.
გუნდს ევროპის მასშტაბით ყველაზე კარგი შედეგი ევროპა ლიგის გათამაშების 2017-18 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ორი საფეხურის გავლა მოახერხა. პირველ ეპატზე მოლდოვურ "მისლამის" მოუგო, შემდეგ კი ბაქოს "ინტერი" ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა. მესამე ეტაპზე კი შვედურ "ესტერსუნდთან" დამარცხდა.
ევროპა ლიგის შარშანდელ სეზონში გუნდს არ გაუმართლა. პირველ ეტაპზე პენალტების სერიაში გამოთიშა ასპარეზობას კოსოვოური "პრიშტინა", თუმცა ამის შემდეგ ბელგიური "გენკი" შეხვდა და ორი მატჩის ჯამში უშანსოდ, ანგარიშით 1:9 დამარცხდა.
გუნდს 2018 წლიდან ლუქსემბურგელი მწვრთნელი ჯეფ სტრასერი წვრთნის, რომელიც იქამდე "კაიზერსლაუტერნის" დამრიგებელი გახლდათ.
"ფოლა ეშმა" ლუექსემბურგის ჩემპიონატის უკვე დასრულებულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და 9 ქულით ჩამორჩა ჩემპიონს. "ფოლა ეში" უეფას საკლუბო რეიტინგში 255-ე ადგილზეა (ცნობისთვის, ჩიხურა ამ რეიტინგში 318-ე ადგილს იკავებს).
ფეხბურთელები და სატრანსფერო ფასები
გუნდში 28 ფეხბურთელი ირიცხება. მათგან ნახევარი უცხოელია და მოთამაშეთა საშუალო ასაკი 26.5 წელია.
"ფოლა ეშის" ღირსებას ლუქსემბურგის ნაკრების ნახევარმცველი სტეფანო ბენსი იცავს. ასევე, გუნდში არის სენეგალის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი მუსა სეიდი, რომელიც მარცხენა გარემარბად თამაშობს.
"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით კი, "ფოლა ეშის" ფეხბურთელთა სრული სატრანსფერო ღირებულება 2.55 მილიონი ევრო გახლავთ.
"ფოლა ეშის" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები ასე გამოიყურება:
მეკარეები
- ტომას ჰიმი (საფ) - 150 000 ევრო
- ემანუელ კაბრალი (პორ/ლუქს) - 50 000
- კრის კლემენტი (ლუქს) - 25 000
მცველები
- ჟულიენ კლეინი (საფ) - 150 000
- ბილი ბერნარდი (ლუქს) - 125 000
- პიტერ ჩრაპანი (სლვკ) - 50 000
- ჟულიამ მურა (საფ) - 50 000
- მეჰდი კირჩი (საფ) - 150 000
- სედრიკ სარკასი (ლუქს) - 100 000
- ტომ ლატერზა (ლუქს) - 100 000
- ჟერარ მერში (ლუქს/კამერ) - 75 000
- რომან პირარი (საფ) - 50 000
ნახევარმცველები
- როდრიგო დიკაბა (დრ კონ) - 150 000
- ბრუნო ფრაირი (ლუქს) - 25 000
- ველდინ მუჰამეროვიჩ (ბოჰ) - 100 000
- კორენტინ კოჩური (ბელ/ლუქს) - 100 000
- ენის საიტი (ჩრ. მაკ/გერ) - 100 000
- დეივიდ სინანი (ლუქს/სრბ) - 150 000
თავდამსხმელები
- ზაქარი ჰაჯი (საფ/მარ) - 25 000
- აშრაფ დრიფი (საფ/მარ) - 100 000
- მუსა სეიდი (სენ) - 100 000
- რაიან კლაპი (ლუქს) - 175 000
- კენ კორალი (ლუქს) - 75 000
- სამირ ჰაჯი (მარ/საფ) - 225 000
- სტეფანო ბენსი (ლუქს/იტა) - 150 000 (ლუქს ნაკრები)
საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები ასე გამოიყურება:
მეკარეები
- დინო ჰამზიჩი (ბოჰ) - 250 000 ევრო
- ავთო კაპანაძე - 25 000
- ზურაბ მწყერაშვილი - 25 000
მცველები
- დავით მაისაშვილი - 225 000
- ირაკლი კამლაძე - 200 000
- შოთა კაშია - 25 000
- დავით მეგრელიშვილი - 175 000
- ლაშა ჩიკვაიძე - 150 000
- გიორგი კორიფაძე - 200 000
- ზურაბ კაპანაძე - 25 000
- რევაზ ჩიტეიშვილი - 225 000
ნახევარმცველები
- ოლეგ მამასახლისი - 150 000
- დემურ ჩიხლაძე - 175 000
- მიშიკო სარდალიშვილი - 300 000
- თეიმურაზ მარკოზაშვილი - 200 000
- ირაკლი ლეკვთაძე - 250 000
თავდამსხმელები
- ბესიკ დეკანოიძე - 175 000
- ბიძინა მახარობლიძე - 225 000
- მიხეილ ერგემლიძე - 125 000
- გიორგი ფანცულაია - 125 000
- თორნიკე მუმლაძე - 100 000
- დავით იონანიძე - 50 000
როგორც ხედავთ, გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი სამირ ჰაჯი გახლავთ, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
გასულ სეზონში ჩემპიონატის 26-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და ლუქსემბურგის პირველობის საუკეთესო მეგოლეც გახდა. თუმცა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი, სავარაუდოდ, მაინც ზემოთნახსენები 22 წლის სენეგალელი მუსა სეიდი გახლავთ, რომელიც "ფოლას" ფრანგული "მეციდან" შეუერთდა და წელს 14 თამაშში 9 გოლი გაიტანა.
გამოსარჩევი ფეხბურთელია 34 წლის ნახევარმცველი ველდინ მუჰარემოვიჩი, რომელსაც ბოსნიის ეროვნულ გუნდში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ასევე, 23 წლის კორენტინ კოჩური ბელგიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობდა "მუსკრონის" შემადგენლობაში. "ფოლას" სხვა გამორჩეული ფეხბურთელები არ ჰყავს.
კლუბის სტადიონი
გუნდი მშობლიურ ქალაქში თამაშობს, "სტად ემილ მაირიშზე", რომელიც 3000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.
დასკვნა
საერთო ჯამში, "ფოლა ეში" ძლიერი კლუბი არაა. სავარაუდოდ, ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდი იქნება და დაღლა ნაკლებად დაეტყობათ. მიუხედავად იმისა, რომ "ფოლა" განთესილი იყო, ხოლო "ჩიხურა" განუთესავი, ფავორიტი მაინც საჩხერული კლუბია, თუმცა გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება. ლუქსემბურგის ნაკრებმა აჩვენა ყველას, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში ვითარდება.