"ვიტ ჯორჯიას" 26 წლის ნახევარმცველი კახაბერ კაკაშვილი ირანის "მეშინ საზიში" დაბრუნდა.
მან ეროვნულ პირველობაზე "ვეტერინართა" შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი თბილისის "დინამოსთან" ჩაატარა და ირანის "მეშინ საზიში" გადავიდა.
ის თავრიზული გუნდის ღირსებას 2016-17 წლებში იცავდა, აგრეთვე ირანის "გოსტარეშ ფოალადშიც" თამაშობდა.
"მეშინ საზიმ" გასულ სეზონში 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა და პერსთა პრო ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.