ჩისკო ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე: დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს სუსტი მეტოქე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმა Sportall.ge-სთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასა და საქართველოს თასის მერვედფინალში თბილისის "მერანთან" (0:1) მარცხზე ისაუბრა.

"სან მარინოს ან ანდორის გუნდთან მოგვიწევს თამაში. შანსების შეფასებას არ დავიწყებ, საერთოდ არ მჩვევია ესეთი რამე. დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს სუსტი მეტოქე და ეს განსაკუთრებით ევროთასებზე ჩანს.

ყველა გუნდი თავის მაქსიმუმს ავლენს, შესაბამისად არავის ექნება იოლი თამაში. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი უკვე მუშაობს ამ გუნდების შესწავლაზე და მათი ურთიერთდაპირისპირების მერე უფრო მკაფიო სურათი გვექნება.

მომდევნო ეტაპზე კი
ვერაფერს გეტყვით, ჯერ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდია. ყველა ქართულ გუნდს წარმატებას ვუსურვებ ევროთასებზე.

ეროვნულ ჩემპიონატში 4 გამარჯვება მიჯრით მოვიპოვეთ, რაც ამ პირველობაზე არც ისე ადვილია. განწყობა ნორმალურია და ევროთასებამდე გაძლიერებასაც ვგეგმავთ.

რაც შეეხება თასის თამაშს - მატჩის განმავლობაში გვქონდა კარის აღების რამდენიმე რეალური შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ეს მომენტები.

საკმაოდ მძიმე ხელოვნურ საფარზე ვითამაშეთ. მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და თავისი შანსი გამოიყენა ისეთ დროს, როდესაც ჩვენ არარაფრის შეცვლა არ შეგვეძლო. რა გაეწყობა, ეს ფეხბურთია. წინ ვიყურებით და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ", - განაცხადა ჩისკომ.

თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ივლისს გახდება ცნობილი.

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე კი ვიცი,რომ ვეფხვი ვარ,მაგრამ იმ საშინელმა კატამ ხომ არ იცის,რომ ვეფხვი ვარ.
სოსო
16:49 22-06-2019
0
რატომღაც, მხოლოდ ჩვენ ვართ სუსტები
goga
15:16 22-06-2019
1

სიახლეები პოპულარული