arkowcy.pl-ის ცნობით, ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა "არკა" დატოვოს.
გამოცემის მტკიცებით, ზარანდიას უცხოური გუნდი იწვევს და გდინიურ კლუბს ტრანსფერზე ფულის შოვნის საშუალება აქვს.
ზარანდია "არკაში" 2016 წელს გადავიდა და უმალ მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.
გასულ სეზონში ლუკამ 6 გოლი გაიტანა: 4 ექსტრაკლასაზე, 1 თასზე და 1 სუპერთასზე.
ჯერჯერობით ლუკა "არკაშია" და 22 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ჩემი აზრით ზარანდია გაიათმაგებს ფასს ამ ნაბიჯით და როგორც ფეხბურთელი ბევრად წინ წავა