საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

27 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ოთხი, ეროვნული ლიგა 2-ის ერთი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის ორი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"გარეჯი" - "თბილისი სითი"
"რუსთავი" - "ტორპედო"
"მერანი თბილისი" - "საბურთალო"
"მერანი მარტვილი" - "ლოკომოტივი"

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 25 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული