voetbalkrant.com: "გენტი" სამი გიორგით შეუტევს - შეუპოვარ ბერიძეს იჯარით აღარ გაუშვებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
voetbalkrant.com-ი ირწმუნება, რომ მომავალ სეზონში დიდი ალბათობით "გენტს" სამი ქართველი შემტევი, სამი გიორგი - ჩაკვეტაძე, ქვილითაია და ბერიძე ეყოლება.

ბერიძე "გენტმა" ორჯერ გაუშვა იჯარით, ჯერ "ტრენჩინში", რომლის რიგებშიც სლოვაკეთის პირველობზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ გასული წლის ზაფხულში ამხანაგურ მატჩებში "გენტში" ისევ გამოიჩინა თავი, მაგრამ მაინც არ დაიტოვეს და "დოჟაში" გაანათხოვრეს.

არც უნგრეთში შეურცხვენია თავი 22 წლის შეუპოვარ ნახევარმცველს, მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და "გენტში" დაბრუნებულმა მწვრთნელს, იეს ტორუპს თავი მოაწონა.

3 სპარინგში
მან 5 გოლი გაიტანა და როგორც იქნა, შრომა და გარჯა დაუფასდა. არადა, მის ადგილზე ბევრი შეიძლებოდა გატეხილიყო.

ბერიძე "გენტმა" 2015 წელს "ზესტაფონისგან" შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული