რატი ცაცკრიალაშვილი "სიონში" გადავიდა

AutoSharing Option
"სიონის" რიგებს რატი ცაცკრიალაშვილი შეემატა. 25 წლის ნახევარმცველი ბოლნისურ კლუბში, იჯარის წესით, ბათუმის "დინამოდან" გადმოვიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბათუმის "დინამოს" მაისურით 4-ჯერ ითამაშა. გასულ სეზონში კი ლიგა 2-ის ბინადარ "გაგრაში" გამოდიოდა, სადაც 32 შეხვედრაში 16 გოლის გაიტანა შეძლო.

ფეხბურთელი გუნდს უკვე შემოუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. მან ჩვენთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "სიონს" სარგებელი მოუტანოს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

"გუნდში საბრძოლო განწყობით მოვედი. ჩემი მოტივაცია, რა თქმა უნდა, ბოლნისის "სიონის" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.
ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მინდა ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო და დავეხმარო გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე გავმართე. აქ კარგი ატმოსფერო დამხვდა, გუნდელებიც კარგად შემხვდნენ, ყველაფერი ნორმალურადაა და უკვე ვემზადები გორის "დილასთან" მატჩისთვის", – აღნიშნა ფეხბურთელმა.

რატო ცაცკრიალაშვილი "სიონში" 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

fcsioni.ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული