"დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - თბილისურ კლუბს უკრაინელი მეკარე შეუერთდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გაძლიერებას განაგრძობს - თბილისურ კლუბს 31 წლის უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო შეუერთდა.

მეკარე "დინამოს" ოდესის "ჩერნომორეციდან" შეუერთდა, კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და 12-ნომრიანი მაისური ჩაიბარა.

ლიტოვჩეკოსთვის თბილისური კლუბი უცხო არ არის, სწორედ ის იცავდა "დინამოს" კარს 2017 წლის სეზონში.

ეს თბილისის "დინამოსთვის" რიგით მეხუთე დანამატია - ჩისკო მუნიოსის გუნდს აქამდე არფანგ დაფე, ოლექსანდრ კაპლიენკო, გიორგი ქიმაძე და ნოდარ ქავთარაძე შეუერთდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული