ეროვნული ლიგა. XXI ტური: "საბურთალომ" "რუსთავს" 0:2-დან ამოუქაჩა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში "საბურთალოსა" და "რუსთავის" მატჩი 2:2 დასრულდა.

ანგარიში თავურით სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ქოჩლაძემ გახსნა, ცოტა ხანში კი მის თანაგუნდელ გადრანს თავურით გოლის გატანა მეკარე მიგინეიშვილმა არ დაანება. შემდეგ იმნაძემ ვერ ისარგებლა მეტოქე მცველის შეცდომით და ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა. 39-ე წუთზე კი ქოჩლაძემ ლამაზი დრიბლინგის შემდეგ მეორედ დაამწუხრა მიგინეიშვილი.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მალის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს დიასამიძემ ერთი შეხებით მამარდაშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და აქტიური
მალის გადაცემა გოლით ისევ დიასამიძემ დააგვირგვინა. 90+7-ე წუთზე "რუსთავის" ცენტრალურმა მცველებმა შეცდომა დაუშვეს, გაბედავამ კი გამარჯვების გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

"რუსთავი" უხეირო სტარტის შემდეგ აშკარად უმატებს, საქართველოს ჩემპიონს კი ევროტურნირებზე თამაშის წინ თამაშში უამრავი წუნი აქვს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - რუსთავი 2:2
გოლები: 0:1 ლაშა ქოჩლაძე (17), 0:2 ლაშა ქოჩლაძე (39), 1:2 გიორგი დიასამიძე (45+2), 2:2 გიორგი დიასამიძე (74)

საბურთალო (4-1-2-3): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ) (თედორე გრიგალაშვილი 66), გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე (გიორგი კოხრეიძე 56), გიორგი რეხვიაშვილი, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (ოგნიენ როლოვიჩი 60), გიორგი გაბედავა, გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე (ბექა ქავთარაძე 14), ლუკა გადრანი, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე (სოსლან ტაკულოვი 48), თემურ ჩოგაძე (პაატა კიტეიშვილი 79), ლაშა ქოჩლაძე, გეორგი ბუგულოვი, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ საიტზე კომენტარის დაწერას რა აზრი აქვს საერთოდ ვერ გავიგე.გუშინ 2 კომენტარი დავწერე და არცერთი არ გამოაქვეყნეთ,იმიტომ რომ სამრთლიანად გაკრიტიკებდით და არ გინდათ რომ მკითხველმაც გაიგოს თქვენი ზერელე მიდგომა.ცენზურა მაგრად გამოგდით.თფუი...
რუსლანი
03 ივლისი 2019 10:24
0
არაა....სელტიკს უნდა შეხვედროდენ რა. ვაი თქვენ ბრექ პატრონს რა
Azia
03 ივლისი 2019 02:43
3
ვინმეს არგეკომენტარებათ ამ თამაშით ერთკვირაში პლეიოფი როაქვთ?? ხთ ფუიი
გეო
02 ივლისი 2019 23:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული