ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე "რუსთავი" 4 წლის გახდა, საფეხბურთო კლუბი 2015 წლის 3 ივლისს დაარსდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" თავად კლუბი ავრცელებს.
2015-16 წლების სეზონი "რუსთავმა" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გაატარა.
2015-16 წლების სეზონი "რუსთავმა" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გაატარა.
2015-16 წლების გარდამავალ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" გახდა პირველი ლიგის "თეთრი ჯგუფის" პირველადგილოსანი. ამ წარმატებით გუნდმა მოიპოვა 2017 წლის სეზონში "ეროვნულ ლიგა 2-ში" ასპარეზობის უფლება. რაც მთავარია წარმატებული სვლა გრძელდება:
2017 წელს საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და პირველი ადგილით გადავიდა ეროვნულ ლიგაში.
2018 წლიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს.
ამ მომენტისთვის "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციას იკავებს.