ხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა გამოცემებმა დღეს, 4 ივლისს, ყაზანის "რუბინში" რამდენიმე დღის წინ გადასული ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის დეტალები გაახმაურეს.

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის შემტევმა კონტრაქტის გაფორმებისთვის 500 000 ევრო, აგენტმა მამუკა ჯუღელმა კი 3 მილიონი ევრო მიიღო.

Sportall.ge გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა.

"3 მილიონი ევრო აგენტს და 500 000 - მე? ამას რომ ვკითხულობ მეცინება. ჯერ კონტრაქტზეც არ მომიწერია ხელი და საერთოდ არანაირი თანხა არ ამიღია.

ძალიან აღელვებული ვარ, მინდა ფეხბურთი ვითამაშო. ვიცი, რომ "რუბინში"
მეტი სათამაშო დრო მექნება. სიომინს ჩემი გაშვება ნამდვილად არ უნდოდა და სურდა კლუბში დავრჩენილიყავი.

თუ შემოთავაზება ძლიერი ევროპული კლუბიდან მექნება, "რუბინი" საშუალებას მომცემს კარიერა სხვაგან გავაგრძელო, ამიტომ ავირჩიე ეს კლუბი", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ Sportall.ge-ისთან საუბრისას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ყველაფერი კარგი,კი ბატონო რუსებმა გააბუქა ეხლა გვჯერა მაგალითად,მაგრამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს კონტრაქტის გაწყვეტის საქმე,მაგარია არა ხალხის ფულით ფულით ფინანსდება გუნდები,ტრანსფერის ფული კი ჯიბეში მიდის,მერე კიდე ბიუჯეტი არა გვაქვსო...ესეთი სიბინძურე როა და არავითარი გუნდზე ფიქრი მიტოა დედა რო არ ყავს ქართულ ფეხბურთს...!!!
Aba heee
00:56 05-07-2019
2
ისე საბა გვერდზე გვყავდა და გეკითხა რუბინში რა გაუკეთეს.შენი საქმის შენ იცი,მარა ლოკო და სიომინი ერთადერთი გუნდია რუსეთში, სადაც ქართველის თამაშს ვისურვებდი.
კახა ქ.
18:04 04-07-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული