ევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მოწინააღმდეგე ანდორის "ენგორდანი" იქნება.

"ენგორდანმა" შესარჩევ ეტაპზე ორივე მატჩში სძლია სან მარინოს "ფიორიტას" (2:1, 1:0) და "დინამოსთან" თამაშის უფლება მოიპოვა.

"დინამოსა" და "ენგორდანის" პირველი შეხვედრა 11 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი 18 ივლისს 1 299-ადგილიან "კომუნალეზე".

"ენგორდანი" ეროვნულ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზეა.

თბილისის "დინამო" კი უკანასკნელ ხანს საკმაოდ გაძლიერდა, ბოლო 7 მატჩი მოიგო, ეროვნულ ლიგაზე გალიდერდა და წესით, ანდორული ბარიერი უნდა დასძლიოს.

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ არ გაყიდეს - "წესით უნდა მოიგონ":))
ბაჯბაჯა
11:14 05-07-2019
7
ერდოღანი :D ყველა ვარიანტში უნდა გავაგდოთ და გაბალაც უნდა მივაყოლოთ ისეთ მდგომარეობაშია გაბალა რომ არ მოვუგოთ არ შეიძლება, გაბალა ტრანსფერმარკეტზე 4 მილიონი ღირს და ამ ბოლოს მხოლოდ გიგაური დაიმატეს. წარმატებები ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე, ბათუმელი გულშემატკივარი.
roma
10:33 05-07-2019
0

სიახლეები პოპულარული