ხვიჩა კვარაცხელია: ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის "რუბინის" ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, კლუბის ვებგვერდთან პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

"ვიცი, რომ "რუბინის" არაერთ ქართველს უთამაშია. იმედი მაქვს, ადაპტაციას მარტივად გავივლი და გუნდ რაც შეიძლება მეტ სარგებელს მოვუტან. მწვრთნელს ვესაუბრე, რომან სერგეევიჩმა მითხრა, რაზე უნდა ვიმუშავო. ერთმანეთს გავუგეთ. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ვარჯიშს.

პირველივე დღიდან გვერდით ჩემი მეგობარი ზურიკო დავითაშვილი მყავს. ჩვენ ერთად გავატარეთ ბავშვობა თბილისის "დინამოში", მან ბაზა დამათვალიერებინა და გუნდი გამაცნო.

ბოლო ექვსი თვე მოსკოვის "ლოკომოტივში" გავატარე, შესანიშნავი დრო იყო. იჯარის დასრულების შემდეგ, ჩემთან "რუბინი" მოვიდა. ყაზანურმა შემოთავაზებამ
მომხიბლა, რადგან ჩემს ასაკში პროგრესი და თამაში მჭირდება. აუცილებელია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად აქაც უნდა ვიბრძოლო. ჩემი მთავარი მიზანი პროგრესია, მინდა გავიზარდო როგორც მოთამაშე და რა თქმა უნდა, დავეხმარო კლუბს", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ "რუბინში" ერთბაშად სამი ქართველი ახალწვეული იქნება, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მსგავსად, ყაზანურ კლუბში ბექა მიქელთაძეც იასპარეზებს.

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას ჯობდა წასულიყო სადმე ბელგია, ჰოლანდია, დანიაში. აი ნახავთ 5 წელიწადშილობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ზარანდია სად იქნებიან და ეს და დავითაშვილი სად. 100 ჯერ დიდი ტალანტი იყო მალხაზ ასათიანი მაგრამ შემოქმედებითი კაცი მოსპეს და ჩააჯინეს დაცვაში
მამუკა
16:39 07-07-2019
0
ყაზანს ჩვენგან არაფერი დაეწუნება, თან ქართველებს პატივს სცემენ. გინდა, არ გინდა, ამ გუნდს ჯერ კიდევ აშვეთია, სალუქვაძე, დავით კვირკველიას დროიდან ვბალეშიკობ (საბა კვირკველია მაშინ ბავშვი იყო). ვპირიოდ რუბინ! :))
ლაშა
18:11 05-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული