6 ივლისს, ამხანაგურ მატჩში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ავსტრიის მეორე ლიგის "კაპფენბერგერს" დაუზავდა - 3:3.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, მეტოქე გუნდში კი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა 21 წლის თავდამსხმელი ლევან ელოშვილი და გოლი გაიტანა.
ლევანი 2013 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს და 2017 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა.
ავსტრიის პირველი ბუნდესლიგის პირველ ტურში "შტურმი" 28 ივლისს "სენტ პოლტენს" უმასპინძლებს, ხოლო მეორე ბუნდესლიგაზე "კაპფენბერგერი" 26 ივლისს ლინცში "ბლაუ ვაისს" შეხვდება.