ბოლნისის "სიონი" მერვე ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" "ფეისბუქით" იტობინება, რომ გუნდი მერვე ფეხბურთელმა დატოვა:

"დავით კირკიტაძის შემდეგ, ჯერი ზვიად სიხარულიაზე დადგა. ფეხბურთელმა, რომელმაც გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა და დარჩენაშიც თავისი წვლილი შეიტანა, მთავარი მწვრთნელის სურვილით, "სიონის" ღირსებას აღარ დაიცავს.

ზვიად სიხარულია ბოლნისურ კლუბში 2017 წელს ჩაირიცხა. საყრდენმა ნახევარმცველმა "სიონის" მაისურით სულ 9 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში 765 წუთი ითამაშა და 2 გოლი ჩაიწერა აქტივში.

26 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია - "ზუგდიდი", "ჩიხურა", "ზესტაფონი". იმერული კლუბის შემდეგ არაბულ გუნდში ირიცხებოდა.

ამ
დროისთვის გუნდი 8 ფეხბურთელმა დატოვა - ლაშა ლეჟავა, თორნიკე ზარქუა, დავით რაჟამაშვილი, ლაშა მანაგაძე, ვაჟა ქიქავა, თამაზ მაქაცარია, დავით კირკიტაძე და ბოლოს ზვიად სიხარულია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფეხბურთელის გაშვება ახლა შეიძლებოდა. სასაცილოა მწვრთნელის გადაწყვეტილებები ეგ უნდა მიდოდდეს და აქეთ უშევს სხვებს. განწირულია ეს გუნდი.
gabiskiria gabiskiria
01:25 09-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული