რამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?

AutoSharing Option
როგორც რუსულ სააგენტო tass-თან "რუსთავის" პრეზიდენტმა ბადრი მაჭავარიანმა განაცხადა, კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინში" ტრანსფერიდან კომპენსაციას მიიღებს.

"ჩვენ სატრანსფერო კონტრაქტი გვაქვს და ხვიჩას სანაცვლოდ "რუბინიდან" კომპენსაციას მივიღებთ, რადგან კონტრაქტი სწორედ "რუბინის" სასარგებლოდ გავწყვიტეთ.

კომპენსაციის მოცულობა ფიფას მიერ დადგენილ ფარგლებში იქნება. კვარაცხელიამ ჩვენთან მხოლოდ 6 თვე გაატარა, ამდენივე ხნით იყო "ლოკომოტივში", რომელმაც შესაბამისი თანხა გადაიხადა.

ჩვენ ყველაფერი ფეხბურთელის სასარგებლოდ გავაკეთ, მას განვითარება და წინსვლა სურს და თუ "ლოკომოტივი" მის მხარესთან ვერ შეთანხმდა, ეს ჩვენი ბრალი არაა. თავის დროზე არც "ლოკომოტივისთვის" შეგვიშლია ხელი
და ამჯერად, მოსკოვიდან შემოთავაზება არ ყოფილა, რადგან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რაც შეეხება თანხას, ჩვენ იმაზე მეტი მივიღეთ, რაც კვარაცხელიას აღზრდაში გვქონდა ჩადებული. ჩვენ ხვიჩასა და მამამისთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვგულშემატკივრობთ ფებურთელს და მას წარმატებებს ვუსურვებთ. მომავალში იმაზე ვისაუბრებთ, რომ რაღაც დრო ჩვენთანაც გაატარა და ფეხბურთელად ჩამოყალიბდა", - გადმოსცემს "რუსთავის" პრეზიდენტის" სიტყვებს სააგენტო.

18 წლის ნახევარმცველმა 6 ივლისს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ყაზანურ კლუბთან. იქამდე, ხვიჩა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა 6-თვიანი იჯარით.

30 ივნისს მოსკოვურმა გუნდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა "ლოკო" დატოვა. კლუბის პრეზიდენტმა ვასილი კიკნაძემ tass-თან საუბარში განმარტა, რომ მათ არ გადაიხადეს ის თანხა, რასაც სხვა კლუბი სთავაზობდა ფეხბურთელის აგენტებს.

altkazanfirst: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინისთვის" სინათლის სხივია

alt"რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა - 15 ივლისს ის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ითამაშებს...

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა არის ეს სტატია? კი მარა რამდენი მიიღო თუ საიდუმლოა, დაგეწერათ რომ საიდუმლოა და არ ვიცით თქო. თუ ჩვენ გვეკითხებით, ჩვენ მკითხველებმა არ ვიცით. და საერთოდ არ შეიძლება გასაიდუმლოება ყველაფრის, მითუმეტეს ფეხბურთელის ტრანსფერის. აგერ ასობით მილიონებს იხდიან და ყიდიან, მარა არ მალავან. თფუი რა ყველაფერი ჯანდაბა გვჭირს ქვეყანაში, თან ყველაფერში.
Geo_Dinamo
15:31 09-07-2019
1
ასეთი თაღლითები ანადგურებენ ფეხბურთს და ქვეყანას. პროკურათუტურა სად არის. პატრონი აგარ ჰყავს ქვეყანას. ჟურნალისტები ამ კორუფციაზე რატომ არ წერთ.
ტრანსფერამდე 3 დღი ადრე გაუწყვიტა კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს
ჩალით გადახურეთ ბარემ
15:29 09-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული