რა თქვა "შერიფის" მწვრთნელმა "საბურთალოზე" მატჩამდე ერთი დღით ადრე

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა "საბურთალოსთან" მატჩის წინ კლუბის ვებგვერდს მოახლოებული დაპირისპირებისა და მეტოქის შესახებ ესაუბრა.

- არაფერი განსაკუთრებულის თქმას არ ვაპირებ. ხვალ თამაში გვაქვს. აქ 2 თვეა ვარ და ვფიქრობ, რომ თამაშის დონე გავზარდეთ. ჩვენ გვაქვს გეგმა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი მზად არის გამოიყენოს ყველაფერი, რაც აქამდე მოვამზადეთ. მეტოქის თამაში შევისწავლეთ. ხვალ ტაქტიკური კუთხითაც მზად ვიქნებით.

- გადარდებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ხვალ ის მოთამაშეები გავლენ მოედანზე, ვისაც აქამდე ერთად არასდროს უთამაშიათ?
- რა თქმა
უნდა, ეს შესაძლოა პრობლემა იყოს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ამ ბიჭებს "შერიფში" მოსვლამდე, სხვადასხვა კლუბებში უთამაშიათ. არაფერი არაბუნებრივი არ მომიფიქრებია. ვისურვებდი, მათ ჩვენთან ერთად მეტი დრო ჰქონოდათ, მაგრამ სიტუაცია ასეთია. ტირილის დრო არ არის. ფეხბურთელები კარგ მდგომარეობაში არიან. ხვალ გველოდება კარგი მოედანი, კარგი ამინდი. ღმერთმა ქნას, გულშემატკივარიც ბევრი იყო. დანარჩენს კი მოთამაშეები იტყვიან.

- ოპონენტზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- მათზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები უკვე დაიღალნენ: ჩვენ მათი ბევრი მატჩი ვნახეთ, ბევრი ანალიზი ჩავატარეთ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქეს პატივისცემით მოვეპყრობით. ეს საქართველოს ჩემპიონი გუნდია. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობენ, უყვართ პასის გაკეთება. ანალიზი ჩავატარეთ, ეს საინტერესო იყო, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ასეთი შესაძლებლობები არ გვქონდა. როდესაც ევროტურნირებზე ვასპარეზობდით, პრაქტიკულად არ ვიცოდით, ვისთან ვთამაშობდით, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეტოქეს პატივს ვცემთ. ვხვდები, როგორ უნდა ვითამაშოთ დაცვასა და შეტევაში, მთავარია შეცდომები არ დავუშვათ. ეს მოლდოვის ჩემპიონატის შეხვედრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იქნება. ამასთან ერთად პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ და ნაკლები შეცდომა დავუშვათ.

ტირასპოლის "შერიფისა" და თბილისის "საბურთალოს" დაპირისპირება 10 ივნისს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"საბურთალო" ტირასპოლში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა

alt"შერიფთან" მატჩის წინ "საბურთალოს" ფეხბურთელების განწყობა საბრძოლოა - მეტოქის თამაში გაშიფრულია

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული