გიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიბრიშვილმა ტირასპოლის "შერიფთან" (3:0) სტუმრად მოგებული მატჩი შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ხარისხით და შედეგით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა. არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი. მაგრამ ბევრიც სწორად გავაკეთეთ და ეს შედეგიც აისახა. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა.

მეორე ტაიმში მეტოქემ ნახევარდაცვა გააძლიერა, ჩვენ კი დაღლა გვეტყობოდა და არ მინდოდა ცენტრში უპირატესობა დაგვეთმო. კაკუბავა მოედანზე ამიტომ შევიყვანე.

ჩემი
ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ მადლობა გადავუხადე. სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემთვის ყველა მოგება განსაკუთრებულად სასიხარულოა, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. ეს ნახევარი გზაა, საბოლოო წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წინ კიდევ ერთი, გადამწყვეტი მატჩია და მთავარია, თბილისშიც ასე ვითამაშოთ", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შედეგი რა თქმა უნდა მთავარია,მაგრამ ტაქტიკა,ლაღი თამაშით მიღებული სიამოვნებაც არა ნაკლები.რაღაცით წლევანდელი აიაქსი წარმომიდგა.მთავარია ქართული ვარსკვლავური სინდრომი არ დაგემართოდ და თავდაუზოგავი ვარჯიში გააგრძელოთ.ნახავთ თქვენი გადაბირების მსურველები რამდენი იქნება.
მაგარი იყო,ჩაგეთვალათ.
11 ივლისი 2019 12:53
0
კაი ფეხბურთი ითამაშეთ მალადეც საბურთალოს აბურთავა შერიფიი
შმაგი ლომთაძე
11 ივლისი 2019 12:52
0
Eseti kaci unda iyos nakrebshi da ara duraki vaisi.
Niko
11 ივლისი 2019 13:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული