"ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო" სტუმრად "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა.

მძიმე ფინანსური ვითარების გამო "ტორპედო" თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა და მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მოედანზე ხელახლა ჩამოყალიბებული გუნდი გაიყვანა. თან, "ტორპედოს" ზივზივაძე და დოლიძე ვერ დაეხმარნენ. 20-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რისი მიზეზიც ალბათ, სიცხე იყო - შეხვედრის დასაწყისში ტემპერატურა პლუს 38 გრადუსი იყო.

მიუხედავად ასეთი სერიოზული პრობლემებისა, "ტორპედომ" თამაში მშვიდად დაიწყო, მეტოქეს არაფერსაც არ უთმობდა და გასაქანსაც არ აძლევდა. თამაში ვერ მიმდინარეობდა მაღალ ტემპში, თვალსასეიროც არ გახლდათ და
მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

მეტოქე სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად (მარცხენა ფლანგიდან ბურთის ცენტრში ჩაკიდებით) და უხიფათოდ უტევდა. პირველი რეალური მომენტი შიმკენტელებს 39-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც იერლანოვმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა ბურთი და მეკარე კვასხვაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და 65-ე წუთზე "ორდაბასიმ" ანგარიში გახსნა - კუთხურისას გამოსვლაზე კვასხვაძე შეცდა და იერლანოვმა თავით გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე კი კვასხვაძემ მალანგუს ძლიერი დარტყმული მოიგერია.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შექმნილ ვითარებაში ეს არ არის ურიგო შედეგი, მოწინააღმდეგე არაა დაუმარცხებელი გუნდი, მაგრამ "ტორპედოს" შეტევა ძალიან უჭირს და განმეორებით შეხვედრაში გოლი გასატანი აქვს.

შიმკენტი. "კაჟიმუკან მუნაიტპასოვი"
ორდაბასი - ტორპედო 1:0
გოლი: იერლანოვი (65)

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, მალანგუ, იერლანოვი, მეჰანოვიჩი (შეტკინი 64), ტოლებეკი (ბაბიდანგა 55), ჟანგილიშბაი (ბისტროვი 75), დიახატე, მალი, დოსმაგამბეტოვი, ფონტანელო, ჟოაო პაულო

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ფონიავა (მოსიაშვილი 86), ცინცაძე, ნადარია, ჩოგაძე (კობახიძე 68), ციცქიშვილი, კაპანაძე (ცეცხლაძე 76)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ase kartuli gundis cinaagmdeg kartveli kaci ikos ar minaxia, madloba cxadazes kiara kvasxvazes ekutvnis jer erti da mere meore erdogans, polebs da pachuchiebs kiar vetamachet, milioneri legionrebis gundi chegvxvda, cheripze zlieri,da torpedo ra dgechicaa kvelam icis uproscorad ra dgechic chaagdes, da torpedo kidev tavis saxes arasdros kargavs, da arc dakargavs, gundi axali chekrebilia, sachmelis puli araakvt da pirikit gamxneveba chirdeba, bevrjer kopila torpedo aset da uares dgechi mara ar dakargula arasdros da arc axla daikargeba, male chegecvlebat chven torpedoze azri.
KUTAISELI
13 ივლისი 2019 21:55
0
კუთხურის ჩაწოდების დროს, ბურთმა ჰაერში პირითი ხაზი არ გადაკვეთა?
გულშემატკივარი 58
12 ივლისი 2019 11:11
1
უშანსოდ კი არა ბიძიკოებო ცხდაძეს შეუთვალეთ მადლობა რომ არ გაგანადგურათ და ტორპედოს გუნდის სახე შეუნარჩუნა. რა პრობლემაა ორდაბასი აქაც მოიგებს თამაშს. ასეა ეს ბიძიკოებო
xx
12 ივლისი 2019 10:50
10
vinaa gasagdebi, kvasxvaze roina tu gasagdebia, loria unda idges nakrebchi xo albat, erti checdoma mtel tamachchi, mtelma tamachma roinas zurgze gadaiara, ramdeni mkvdari burti aigo manamde, gundi dagvichales da axla ordabasis mogebas itxoven, am ordabass ro ukureb cheripze zlieri gundia ,roina kutaiseli kacia da torpedos saxea.
KUTAISELI
12 ივლისი 2019 10:10
0
მინდა მივმართო ქუთაისელ ფეხბურთელებს და მწვრთნელს მასეთი თამაშით გასვლასაც არაფერი ხიბლი არააქ, ითამაშეთ ქართულად შემტევი ფეხბურთი გაგვიტანენ ჩვენც გაუტანოთ და თუ დამარცხებაა დავმარცხდეთ ბრძოლაში, ეს ბურთის მოგერიება უმისამართოდ არაა ჩვენ ხასიათში. ეს ჩემი აზრია არავის არაფერში ვადანაშაულებ.
iponi
12 ივლისი 2019 09:57
3
რა მაგრები ხართ რაა. კვასხვაძემ რო 2 მკვდარი ბურთი აიღო მინიმუმ არაუშავს???
giorgi
12 ივლისი 2019 09:21
2
მაისურებზე სპონსორი რომ აწერიათ, კრისტალბეთი, გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა და საინტერესოა რაღას ასპონსორებენ, ტუალეტის ქაღალდს და საპონს ყიდულობენ?
patrioti
12 ივლისი 2019 07:30
0
შენ ვიღაცა ხარ რა მაგარი ხარ უეჭველი რაღაცა კავშირი გაქვს ტორპედოსთან რატო უყურეო რომ იძახიხარ ამით იხსნება შენი მიდგომა ფეხბურთზე შენ უეჭველი მჭამელი ხარ ვიდრე საქმის მკეთებელი და მოგწონს ასე რომ ნიავდება ფული ტყუილად რას ამბობ შარშან რომ არ ქონდა პრობლემები იმიტომ გავედით ნახევარფინალში არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ მაიძულე
მმმმ
12 ივლისი 2019 06:11
2
ტორპედო რო არ დაშლილიყო იგივეს დამართებდა ორდაბასს რაც საბურთალომ შერიფს დამართა
Lova
11 ივლისი 2019 20:55
1
რომ არა კვასხვაძის შეცდომა ტორპედო ამ მატჩს არ წააგებდა. რა თქმა უნდა გოლსაც ვერ გაიტანდა! ისე ამ შეკოწიწებულმა გუნდმა მაინც კარგად იბრძოლა. იმედია შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ!
gigo
11 ივლისი 2019 20:09
6
კვასვაძე გასაშვებია, არ უნდა იყოს ხელუხლებელი არავინ,მითუმეტეს ვინც გუნდს აზარალებს,,ასეთი მეკარეების ადგილი ნაკრებშიც არ არი
quji
11 ივლისი 2019 20:44
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული