ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" კი არა უნგრულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
"ტორპედოს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც თბილისის "დინამოში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.

ზივზივაძემ "მეზოკოვეშდისთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა - ამ ინფორმაციას მადიარული კლუბის საიტი ავრცელებს.

"მეზოკოვეშდი" გულშემატკივრებს ამცნობს 25 წლის ახალწვეულის კარიერას, მის ბომბარდირულ თვისებებს და რომ საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

გასულ სეზონში ამ გუნდმა ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა, მომავალი პირველობის პირველ ტურში კი, 3 აგვისტოს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამის სანაკრებო კარიერაც დასრულდა.იღონდ თითონ მოისურვა ასე.
დ.გ
11:51 12-07-2019
2
ჩვენ თვალწინ ბუდუმ რა ნაბიჯი გადადგა და მერე რუსების გვიკვირს ტორპედო მისთვის მშობლიური გუნდი იყო და როგორ გაწირა ძნელბედობის ჟამს არასოდეს მიიღოთ აწი ტორპედოში სულ დაჩოქილი მოვიდეს.
dato
10:39 12-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული