გიორგი ჩოჩიშვილი "დილას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს - ამის თაობაზე ინფორმაციას გორული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

"საქართველოს 20 წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი "დილას" ფეხბურთელია!

21 წლის კიპერი ჩვენს გუნდს თბილისის "შევარდენიდან" შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

ჩოჩიშვილი "საბურთალოს" აღზრდილია და გარდა ამ კლუბისა მისი ქართული კარიერა სხვადასხვა დროს ბოლნისის "სიონს და ზემოხსენებულ ,"შევარდენი 1906"-ს უკავშირდება. მას ნათამაშები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, 2017-18 წლების სეზონში პრაღის "სლავიას" ფეხბურთელი იყო, რომელმაც იჯარით სლოვაკურ "ზლატეში" გაანათხოვრა.

გიორგი ჩოჩიშვილი საქართველოს 19
წლამდე ნაკრებთან ერთად, საქართველოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის მონაწილეც გახლავთ, მაშინ მან და მისმა თანაგუნდელებმა ტურნირის ნახევარფინალში გააღწიეს და ჩეხეთის ნაკრებთან დამარცხდნენ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ველქომ რა იყო ქართულად არ შეიძლებოდა დაგეწერათ ???????
Bubara
23:13 13-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული