ბექა ვაჩიბერაძე ბელგიურ კლუბში ითამაშებს

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში გააგრძელებს. 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა კონტრაქტი პირველი დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) ცნობილ კლუბ "ლომელთან" გააფორმა.

როგორც გამოცემამ შეიტყო, ლატვიური "რიგასის" აწ უკვე ყოფილმა ლეგიონერმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ოპციონის (2+1) წესით - ორწლიანი ხელშეკრულება ერთი წლით გახანრძლივების პერსპექტივით. ვაჩიბერაძე გუნდს გუშინ შეუერთდა და "ლომელთან" ერთად ჰოლანდიაში დაგეგმილ წინასასეზონო შეკრებაზე მოემზადება.

ამ კლუბთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ 1998 წლის ინტერტოტოს თასის გათამაშებაზე "ლომელი" ქუთაისის "ტორპედოს" ხვდებოდა და ქუთაისელთა შემადგენლობიდან გასვლით თამაშში
გოლი ბექას მამამ, ზაზა ვაჩიბერაძემ გაიტანა.

ბექა ვაჩიბერაძე 14 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა და ბოლოს იქ "შახტარის" ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ამის შემდეგ "ბეტისის" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, საიდანაც 2018 წელს ლატვიურ "რიგასს" შეუერთდა.

ბექა უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, 21-წლამდე გუნდის კაპიტანიც იყო, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში გადაწყვიტა და ახლა ფიფასგან ელოდება დასტურის მიღებას.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლატვიას ბელგიის მესამე დივიზიონიც სჯობია!წარმატება ბიჭს!
kika
08:29 15-07-2019
1
თუ ასე გააგრძელა უკრაინის ნაკრებში დაუძახებენ
რიგითი
20:17 14-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული