საბა ლობჟანიძე დანიურ გამოცემა bold-თან საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე კლუბიდან ინტერესი არის და მას დანიაში დარჩენა და სუპერლიგაში თამაში სურს.
"მე შემიძლია საკუთარი თავი სხვა დანიურ კლუბში წარმოვიდგინო. ჩემთვის კარგი იქნება დანიაში დარჩენა, რადგან აქაური ლიგა შემეფერება.
ბევრ კლუბს აქვს ინტერესი ჩემ მიმართ, თუმცა მე ჯერ ისევ "რანდერსში" ვარ და არ მინდა, ტრანსფერსა და სხვა კლუბებზე ბევრი ვიფიქრო.
თუ "რანდერსში" დავრჩები, არც ეს არის პრობლემა, რადგან თავს აქაც ბედნიერად ვგრძნობ" - განაცხადა 24 წლის შემტევმა.
"რანდერსმა" სუპერლიგის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "სონდერისკესთან" წააგო (1:2). საბა ლობჟანიძეს ამ თამაშში გოლი არ გაუტანია, თუმცა მის მიმართ ინტერესი არ შეცვლილა.
bt.dk: საბა ლობჟანიძემ შესაძლოა, კარიერა დანიურ გრანდში გააგრძელოს
საბა ლობჟანიძის ტრანსფერი გერმანულ კლუბში კითხივს ნიშნის ქვეშ დადგა