მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" შერიფთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით
უპასუხა და ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" თამაში დაალაგა, შეუტია, ორჯერ ბურთი საჯარიმოში სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 59-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ლაკვეხელიანის ჩაწოდებულ ბურთს როლოვიჩმა მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ტირასპოლელებს ქართველი ფეხბურთელების შეჩერება უჭირდათ. 72-ე წუთზე პალჩიჩმა აქტიური კოხრეიძე მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

მერე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი გაბედავამ დაარტყა და ოდნვ ააცილა მიზანს, დნესტრისპირელებს კი მიგინეიშვილმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.

კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ცარიელი კარის წინ დიასამიძეს უპასა, ამ უკანასკნელმა ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა და მატჩიც ჩამთავრდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს, ზაგრების "დინამოს" 23 და 30 ივლისს შეხვდება, რომელიც ასეთ თამაშსა და ამდენ შეცდომას არც ერთ შემთხვევაში არ გვაპატიებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - შერიფი 1:3
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)
გაძევება: პალჩიჩი (72)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდგორიძე 81), დიასამიძე, ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი (გაბედავა 77)

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი (ჟაჩი 83), გორდიენკო (პალიჩი 69), ლაფიტი, ტამბე, ბობანი (რიბეირო 69), კენდიში, ნ'დიაე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 40 /
ამ მატჩს ერქვა საცოდაობა.
ირაკლი
23:36 16-07-2019
27
ორ თამაშში საბურთალომ 3 ტაიმი მოიგო, უდიდეს შოკს გაუძლო და დიდი მენტალური გამოცდილებაც მიიღო, ასე რომ აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. ვუსურვებ წარმატებებს, კოხრეიძე კი ტალანტია და ამას ახალგაზრდული ევროდან ვამჩნევ, სადაც ჩაკვეტაძესთან ერთად თამაშობდა.
მინდია
00:15 17-07-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული