რუსი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ლოკომოტივიდან" წასვლისას ტიროდა - ეს გოლი ჟანრის კლასიკაა

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ თავისი ყოფილი გუნდის, მოსკოვის "ლოკომოტივის" კარში გატანილმა გოლმა რუსულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს მყისებრ უკლებლივ ყველა სპორტულმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა და უნდა ითქვას, ქართველი ლეგიონერის მიმართ სიმპათიებით, რამეთუ ეს 18 წლის ყმაწვილი თავისი თამაშით და საქციელით ამას იმსახურებს. ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა იგორ რაბინერმა კი "ფეისბუქზე" ხვიჩაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"რამდენიმე დღის წინ სიომინს ველაპარკე. გულდაწყვეტილია კვარაცხელიას გამო. ისიც მითხრა, რომ ის უფრო ნიჭიერია, ვიდრე თავის დროზე იზმაილოვი იყო -
მერწმუნეთ, როდესაც ამას სიომინი ამბობს, კომპლიმენტთა კომპლიმენტია.

კიდევ გაირკვა, რომ როდესაც ბიჭი იძულებული იყო, "ლოკომოტივიდან" წასულიყო, ტიროდა. ზუსტად ისე, როგორც სიჩევი, როცა 18 წლისა "სპარტაკიდან" წაიყვანეს, სადაც ბრწყინვალედ დაიწყო თამაში.

ლოკომოტიველი უფროსები თავს უქნევენ მზაკვარ აგენტებს. მეშერიაკოვი ამტკიცებს, რომ ხვიჩას ადეკვატური წინადადება შესთავაზეს, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა.

აგენტები აგენტებად, წინადადება წინადადებად, თუმცა ყოველივე ეს გადაიწონება ელემენტარული არგუმენტით - როგორ შიძლებოდა საიჯარო ხელშეკრულებაში არ ჩაწერილიყო ფიქსირებულ თანხად კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი? ეს ხომ სულაც არ იყო შეუძლებელი.

და რატომ? შესაძლოა, იმიტომ, რომ იჯარას სიომინი ითხოვდა და მის გარდა, ხვიჩა არავის არ სჭირდებოდა - ამიტომ დაუდევრად აიყვანეს და თავიდანვე დატოვეს მისი სხვის მიერ წაყვანის შესაძლებლობა?

და აი, კვარაცხელია გამოდის შეცვლაზე პირველივე ტურში ჩერკიზოვოზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ, მისი გუნდი მარცხდება 0:1 და შემდეგ ხდება ჟანრის კლასიკა: 

ხვიჩას საპასუხო გოლი, გულშემატკივართა სტვენა, რომელთაც არ ესმით, რომ ხვიჩას კი არა, არამედ იმათი განსჯაა საჭირო, ვისაც მათ საკუთარ კლუბში იაღლიში მოუვიდა. თავად ბიჭმა გოლი არ იზეიმა. "ლოკომ" კი ამ გოლის გამო 2 ქულა დაკარგა.

ამასთან, "რკინიგზელებს" შესანიშნვი სასტარტო შემადგენლობა ჰყავთ, მის უკან კი - თითქმის არავინ. მათ შორის, ვინც მეორე ტაიმში შეცვლაზე უნდა შესულიყო, სიომინი ხვიჩას ხედავდა.

და მან მართლაც ამოისუნთქა. ყაზანში. სიუჟეტი სერიალიდან "განზრახ ვერ მოიგონებ". კანონზომიერი ფინალით".

altრას ამბობენ ლოკომოტიველები ხვიჩა კვარაცხელიაზე? - გოლი შემთხვევითობა იყო

alt"რუბინის" მწვრთნელი: ხვიჩა კვარაცხელია 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო

altაი, რატომ გამოეტირა სიომინი კვარაცხელიას - მწვრთნელმა ხვიჩას გოლზე კომენტარი გააკეთა

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარია კვარა, არსად დაიკარგება... მარა უფაში მე-80 წუთზე ქართველი ბიჭი შემოვიდა შეცვლაზე - ნიკოლოზ გიორგობიანი, იცოდით მისი არსებობის შესახებ? მე არა, ნახეთ რა კაცია: https://www.youtube.com/watch?v=cx1Ii5aY4Tw
ლაშა
19:00 16-07-2019
0
საფეხბურთო კლუბ “რუსთავისათვის” წართმეული და კერძო პირების ჯიბეში წასული სამი მილიონი ევრო. 18 წლის ხვიჩასთვის წართმეული საფეხბურთო კარიერა და მომავალი.
აგენტი - მამუკა ჯუღელი, ქ.რუსთავის მერია, კლუბ “რუსთავის” ხელმძღვანელობა. ყველამ ყველაფერი იცის მშვენივრად. გამოძიება დაიწყო მათ მიმართ?
კალაძე
02:11 17-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული