"თამაში გვქონდა, ამიტომ პრაქტიკულად ვარჯიშებს ნაკლებად ვატარებთ, ძირითადად აღდგენაზე ვმუშაობთ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს.
ხვალინდელ თამაშს მაქსიმალურად სერიოზულად ვუდგებით. ვეცდებით, თავი წარმოვაჩინოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
იმ შეთამაშებული გუნდიდან, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო, ფეხბურთელები წავიდნენ, თუმცა მოვიდნენ ამბიციური მოთამაშეები. მთავარი დროის ფაქტორია, რომელიც საჭიროა შესათამაშებლად.
პირველ შეხვედრაში, ფაქტია, "ტორპედო" ეცადა შედეგზე ეთამაშა, მაქსიმალური დრო დაცვითი ფუნქციების შესრულებისთვის გაატარა და გოლის არგაშვებას ეცადა.
ჩვენ ვნახეთ, როგორ იცავს თავს "ტორპედო" და არ ვიცით მათი შეტევითი პოტენციალი, ამას ხვალ ვნახავთ.
ხვალ დილით გადაწყდება ის შემადგენლობა, რომელიც "ტორპედოსთან" გამოვა.
ვულოცავ "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლას. თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც ლოგიკურია. მოდუნება, რაც პირველ წუთებში აჩვენეს, გაკვეთილი იქნება. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ჩემთვის მთავარი მოტივაცია შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარა", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
ქუთაისის "ტორპედოსა" და შიმკენტის "ორდაბასის" დაპირისპირება 18 ივლისს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაიწყება.
პირველი მატჩი ყაზახური კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
პირველი მატჩი ყაზახური კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
კახა ჩხეტიანი: უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა
"ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]
"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს