სოსო ფრუიძის პრაგმატიზმმა შედეგი გამოიღო - "ჩიხურამ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო

AutoSharing Option
17 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი "ჩიხურამ" "ფოლას" 1:0 მოუგო.

სტუმრად გამარჯვების (2:1) შემდეგ საჩხერული გუნდის მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, ნეტავ პირველ ნომრად თამაში მოისურვოს მეტოქემ, მაგრამ ეს არ შეუძლიაო. შეხვედრა მშვიდად, დაბალ ტემპში დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, უპირტესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შეუტიეს. შეუტიეს უხიფათოდ. თამაში კი თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

25-ე წუთზე კი "ჩიხურამ" პირველივე სახიფათო მომენტი გამოიყენა - სარდალიშვილმა ზუსტად უპასა არდაზიშვილს და მან თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 32-ე წუთზე მუჰამეროვიჩმა
მოედნის ცენტრში უკნიდან სახიფათო ვარდნაში დეკანოიძე მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ამით ისედაც გადაწყვეტილი ორრაუნდიანი პაექრობის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

მოკლედ, ფრუიძის ძალიან პრაგმატულმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო.

თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა - ფოლა
გოლები: 1:0 არდაზიშვილი (25)
გაძევება: მუჰამეროვიჩი (32)

ჩიხურა: ჰამზიჩი, მამასახლისი, მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია, დეკანოიძე, სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი, ფანცულაია

ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი, მუჰარემოვიჩი, კარონი, ფრერე, საკრასი, სინანი, მერშჰი, კლაინი, სეიდი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძმურად ვინმემ დაწერეთ ეს ფოლა ვინ არი , ბანგლადეშია ?
გიო
21:13 17-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული