ფელის ვისენტე: ისევ მოგებას შევეცდებით და სიურპრიზებსაც არ მოვერიდებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ენგორდანი" 6:0 გაანადგურა, დღეს კი განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება.

"დინამომ" ანდორაში ივარჯიშა, ხოლო იქამდე მისმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენ არ ჩაგვითვლია ეს ეტაპი გადალახულად. მართალია, ხელსაყრელი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა ვიბრძოლებთ საპასუხო მატჩშიც. შევეცდებით, ჩვენი საქმე პირველი პაექრობის დარად კარგად შევასრულოთ და არც სიურპრიზებს მოვერიდებით.

20 ფეხბურთელით ვართ ჩამოსულები და თამაშის შანსი ყველა მათგანს აქვს. მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ. ხვალ მეტოქე მოტივირებული იქნება. გუნდი სახლში თამაშობს და
საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ კარგი თამაშის ჩვენებას შეეცდება. რაც შეეხება სათამაშო მინდორს, შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერ მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი კარგ და ლამაზ თამაშს შეუწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ, ამით ფეხბურთელებიც ისიამოვნებენ", - ციტირებს ვისენტეს "დინამოს" საიტი.

მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, რაც ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, "დინამო" "გაბალას" შეხვდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
Es Rusuli D maisurze shecvalet !!!!
4
DDDDDD თუ 6-0 შემდეგ და საერთოდ ანდორის გუნდიც ვერ გადალახეთ მაშინ მართლა "მეგა სურპრიზის" გაკეთება შეგძლებიათ)) რეებს ლაპარაკობს ეს კაცი?
Geo_Dinamo
12:49 18-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული